უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 იანვარი, 2017 18:45
font-size

მაქვს შეშფოთების განცდა იმიზე, რომ არ მოხდეს მორიგჯერზე კონსტიტუციის კონიუკტურული თვითმორგება - დავით უსუფაშვილი

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჭიროა კონსულტაციების გზით სიარული.

უსუფაშვილმა მის მიერვე ორიოდე კვირის წინ გაკეთებული განცხადება განმარტა, რომელიც ზაფხულში პრეზიდენტის ნებაყოფლობით გადადგომას შეეხებოდა.

„რატომ ჰგონია ვინმეს, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს თვითონ ან კონსტიტუციის კითხვა არ შეუძლია, ან ანალიზი არ შეუძლია და ასე შემდეგ. მე, თქვენ კოლეგას, რომელმაც დამისვა კითხვა, რომ რა საშუალება აქვს პრეზიდენტს რომ შეეწინააღმდეგოს ამ პროცესს, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა „ოცნების“ ხელშია? ვუპასუხე, რომ აქ მხოლოდ ხელის აწევაში არ არის საქმე. იმიტომ, რომ სხვა მოთამაშეებს შეიძლება აღმოაჩნდეთ ხელში სხვა ბერკეტები, სამართლებრივ- პოლიტიკური და იმ ბერკეტების ამოქმედების შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ასეთი რეალობა. ყველას, ვინც თვლის, რომ ამ საკითხში უმრავლესობა გვაქვს და რასაც მინდა იმას გავაკეთებ, მე ვეუბნები რომ, უკაცრავად, მოითმინეთ, იქნებ ჯობდეს ამ თემაზე სხვასთანაც, ამ შემთხვევაში პრეზიდენტთანაც კონსულტაციის გზით ვიაროთ“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.

საკონსტიტუციო კომისიაზე საუბრისას, პარლმენტის ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ იგი გამოცდილი და მშრომელი ადამიანის ხელშია, თუმცა რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ამაზე მას წინასწარ საუბარი არ სურს, თუმცა შეშფოთების განცდა აქვს.

„მთავარი არის რა,რომ კონსიტიტუციას ხელმძღვანელობს გამოცდილი და მშრომელი კონსტიტუციონალისტი, ირაკლი კობახიძე. ამიტომ, ამ თვალსაზრისით კომისია საიმედო ხელშია. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს გადაწყვეტილებების, რაზე ჩამოყალიბდება საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, რა მიმართულებით გაიხედავს - ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა. მაქვს გარკვეული შეშფოთების განცდა, შეიძლება ვცდები, ვნახოთ. შეშფოთების განცდა იმაზე, რომ არ მოხდეს მორიგჯერზე კონსტიტუციის კონიუკტურული თვითმორგება“,- დავით უსუფაშვილი.

მონიკა დავლიანიძე

არჩევნებში კონკურენცია საარჩევნო პროგრამებსა და საპრეზიდენტო კანდიდატების უნარებს შორის უნდა მიმდინარეობდეს და არა, გაუგებარ ინტრიგებს შორის - ზვიად აბაშიძე

19 სექტემბერი, 2018 , 13:50

ექსპერტი ზვიად აბაშიძე გაერთიანებული ოპოზიციის ამომარჩეველთა სიაში პრემიერ ბახტაძის პირადი მონაცემების არსებობას კურიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ ადამიანს, რომელი პარტიის ან საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერიც არ უნდა ი

ოპოზიამ შესაძლოა ცესკოს, აზიური ფაროსანას გავრცელებაც დააბრალოს - გია აბაშიძე

19 სექტემბერი, 2018 , 13:50

ექსპერტი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მაჭუტაძე საკუთარი ტექნიკური, თუ ადამიანური, ზერელე დაუდევრობით თემის პოლიტიზირებას და საარჩევნო ადმინისტრაციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე გადაბრალებას ცდილობს, რადგან მ

ოპოზიცია არჩევნების წინ ცესკოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს -ზაალ ანჯაფარიძე

19 სექტემბერი, 2018 , 12:55

გაერთიანებული  ოპოზიციის მიერ ცეესკოს მიმართ ბრალდბებზე და პრემიერ მამუკა ბახტაძის პირადი  მონაცემების  ოპოზიიციის კანდიდატის საარჩევნო სიებში არსებობის შესახებ,  ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.&nb

იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, რომ გამოძიება `ომეგა ჯგუფთან` და ტელეკომპანია `იბერიასთან` დაკავშირებით გავრცელებული ყველა ჩანაწერით უნდა დაინტერესდეს

18 სექტემბერი, 2018 , 16:25

დღეს ჩვენ ვისმენთ ჩანაწერებში სხვადასხვა სახელებისა და გვარების მოხსენიებას, მაგრამ მნიშვნელოვანია დადგინდეს, მართლაც იყვნენ ეს პირები ამ პროცესში ჩართულნი თუ არა,- ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკო

საგამოძიებო ორგანომ იმ კითხვებს უნდა უპასუხოს, რაც საზოგადოებაში გაჩნდა - არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ სკანდალზე

18 სექტემბერი, 2018 , 15:55

საგამოძიებო ორგანომ გამოძიება დაიწყო და მან იმ კითხვებს უნდა უპასუხოს, რაც საზოგადოებაში გაჩნდა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერებს, რომელშიც სავა

გამოძიება უნდა დაიწყოს და რაც შეიძლება მალე დადგინდეს ყველაფერი - გიორგი გახარია ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ სკანდალზე

18 სექტემბერი, 2018 , 15:30

შს მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია „იბერიასთან“ და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და სწრაფი გამოძიების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. "რო

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`