უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 დეკემბერი, 2017 12:00
font-size

მარეგულირებელი გასაუქმებელია, ის საბიუჯეტო წურბელად არის ჩამოყალიბებული - საკაბელო ოპერატორების აქცია მარეგულირებელ კომისიასთან

მცირე საკაბელო ოპერატორები მარეგულირებელ კომისიასთან აქციას მართავენ.

აქციაზე იმ კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებმაც ქართულ ტელეარხებთან დაკავშირებით დაწესებულ გადასახადზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ერთ-ერთი საკაბელო ოპერატორის წარმომადგენლის თქმით, მერეგულირებელმა კომისიამ ბაზარაზე ურთიერთობები უნდა დაარეგულიროს.

მისი ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები 12:00-ზე შეხვდებიან.

„მარეგულირებელმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქციები, რომელიც პრაქტიკულად კარგა ხანია თავის ფუნქციებს არ ასრულებს. გუშინ შემოგვთავაზეს, რომ დღეს 12 საათზე შეგხვდებიან, იმიტომ რომ იცოდნენ 11 საათზე აქცია გვქონდა დაანონსებული. მარეგულირებელი გასაუქმებელია, იმიტომ რომ საბიუჯეტო წურბელად არის ჩამოყალიბებული“.- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა.

კიდევ ერთი ოპერატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ერთის მხრივ კანონი ოპერატორებს ავალდებულებს, რომ ყველა არხი მაყურებელს უწყვეტ რეჟიმში უნდა მიეწოდებოდეს, მეორეს მხრივ კი, ამის სანაცვლოდ თანხას ითხოვენ.

„ამ ექვსი არხიდან სამი არხი არის საინფორმაციო, რომლებსაც საერთო მაუწყებლობის ლიცენზია გააჩნია. იმ სამი არხის გათიშვაზეა ზუსტად პრობლემა. კანონი მავალდებულებს ეს არხები ჩართული იყოს, იმიტომ რომ აბონენტს ჭირედება ალტერნატიული ინფორმაცია. ამაში ვიჭედებით, რომ ერთის მხრივ კანონი მავალდებულებს და მეორეს მხრივ ამის სანაცვლოდ თანხას ითხოვენ“,-განმარტა აქციის მონაწილემ.

დღეიდან ქართული არხები ფასიანი გახდა. თუმცა, მსხვილმა საკაბელო ოპერატორებმა შეთანხმებას მიაღწიეს და მათ მომხმარებელს სააბონენტო გადასახადი არ გაუძვირდა.

მონიკა დავლიანიძე

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი