უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

4 მაისი, 2018 13:00
font-size

მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ე.წ. სამართალდამცავებს ჩაბარდა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ არცევში 16 იანვარს მოკლული მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ე.წ სამართალდამცავებს ჩაბარდა.

დე-ფაქტო უწყების ცნობით, 33 წლის ვიაჩესლავ კაზიევი, რომელიც ასევე, არცევის მკვიდრია, სოფელ არცევის პოლიციაში 28 აპრილს მივიდა, მარეკ დუდაევის მკვლელობა აღიარა და ე.წ სამართალდამცავებს მკვლელობის იარაღი ჩააბარა. ამჟამად ის ცხინვალის რაიონის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება

ამასთან, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამ დრომდე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმალებოდა.

ცხინვალში მცხოვრები მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2004 წელს დააკავეს, რის შემდეგაც სასამართლომ დამნაშავედ სცნო მკვლელობაში, ყაჩაღობასა და ფულის გამოძალვაში. 2005 წლის 25 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2012 წლის ზამთარში, დუდაევს ჯერ საყოველთაო ამნისტია შეეხო და სასჯელის ვადა 10 წლით შეუმცირდა, შემდეგ კი სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის ცვლილების გამო, რომელიც დანაშაულთა შეკრებითობას პრინციპის სასჯელთა შთანთქმის პრინციპით შეცვლას გულისხმობდა, ცნობილი პატიმარი ციხიდან გათავისუფლდა.

2018 წლის 16 იანვარს ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობა არის სრულ იზოლაციაში - ქეთევან ციხელაშვილი

22 იანვარი, 2019 , 16:30

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას ეხმაურება. “აბსოლუტურად მიუღებელია ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა. უკვე მე-12 დღეა აფხაზე

Airbnb წაშლის სახლებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან

20 იანვარი, 2019 , 13:07

აპარტამენტების (ბინების) გაქირავების სერვისი Airbnb საკუთარი საიტიდან წაშლის განცხადებებს აფხაზეთიდან და ე.წ სამხრეთ ოსეთიდან. ამის შესახებ აღნიშნულია Airbnb-ის ოფიციალურ  ვებსაიტზე. "როგორც გლობალური პლატფორმა

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმებს დაუყოვნებლივ გახსნან ე.წ. გამშვები პუნქტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ - დავით ზალკალიანი

19 იანვარი, 2019 , 13:36

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმებს დაუყოვნებლივ გახსნან ე.წ. გამშვები პუნქტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რადგანაც პირველ რიგში, ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ისეთ ფ

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება

18 იანვარი, 2019 , 16:02

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განა

გაგრაში რუსი ბიზნესმენი ააფეთქეს

16 იანვარი, 2019 , 16:43

ოკუპირებულ აფხაზეთში აფეთქების შედგეგად რუსი ბიზნესმენი დაშავდა. ამის შესახებ დეფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ე.წ. სამინისტრო იტყობინება.   ინციდენტი 15 იანვარს გაგრაში, ლძაას დასახლებაში მოხდა. ბიზნეს

H1N1-ის საფრთხის გამო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას ზღუდავს

11 იანვარი, 2019 , 11:20

H1N1 გრიპის ვირუსის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას შეზღუდავს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`