უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

30 მაისი, 2020 12:52
font-size

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში შვეიცარიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში შვეიცარიის ელჩს, პატრიკ ფრანცენს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და უსაფრთხო დერეფნების შექმნა და სხვა საკითხები განიხილეს.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს მასშტაბით ტურიზმის სფეროში ახალი საგანმანათლებლო პროექტის დანერგვის შესახებაც ისაუბრეს.

ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ ბრძოლას პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ და მიღებულ ეფექტურ გადაწყვეტილებებს.

„საქართველოში შვეიცარიის ელჩთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა შედგა. მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის ტურისტული თანამშრომლობა, პირდაპირი ავიარეისების ოპერირება და უსაფრთხო დერეფნების შექმნა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ საერთო პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია საქართველოში, საუბარი შედგა ტურიზმის საგანმანათლებლო პროექტების დანერგვაზე. ელჩმა გამოგვიცხადა სრული მხარდაჭერა. ვფიქრობთ, კერძო სექტორის მხარდასაჭერად ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტის განხორციელება შეიძლება“, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

ელჩის განცხადებით, შვეიცარიასა და საქართველოს უამრავი საერთო აქვთ, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში.

„დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია ტურიზმის სექტორში ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. განსაკუთრებით განათლების კუთხით და ამ მიმართულებით საქართველოს რეგიონებში, საგანმანათლებლო ტურიზმის სფეროში შვეიცარიული ნოუ-ჰაუს დანერგვის შესახებ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, როგორ ვუმკლავდებით კორონავირუსის კრიზისს. ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება და მოვახდინეთ იმ მიმართულებების იდენტიფიცირება, რის შესახებაც გვაქვს საერთო ინტერესები და სამომავლოდ, ვგეგმავთ თანამშრომლობას ტურიზმის მიმართულებით, პოსტკოვიდურ პერიოდში“, – განაცხადა პატრიკ ფრანცენმა.

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი