უახლესი ამბები
- 24.01.2021 10:52ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
- 24.01.2021 10:46ბოლო 24 საათში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა
- 24.01.2021 10:29დღის კალენდარი _ 24 იანვარი
არქივი
საზოგადოება


მარიკა ლორთქიფანიძეს ბოლო დროს მონაზვნად აღკვეცის სურვილი ჰქონდა - პატრიარქი
სიონის საკათედრო ტაძარში აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდზე პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილი წაიკითხა.
“მსურს გამოვხატო გულისტკივილი ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ქალბატონის მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. იგი სამაგალითო იყო სიბრძნით, ცოდნით, მამულიშვილობით, ღვთის სიყვარულით.
ცოტამ თუ ვინმემ იცის, რომ მას ბოლო დროს მონაზვნად აღკვეცის სურვილი ჰქონდა, თუმცა ეს ვერ განხორციელდა, მაგრამ ღვთის წინაშე კი სურვილიც შეიწირება.
აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონი მარიამის უკვდავი სულისთვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი. ხოლო მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოგანიჭოთ მშვიდობა და ურყევი რწმენა იმისა, რომ ცხოვრება არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ჭეშმარიტი სიცოცხლისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ”, – აღნიშნულია პატრიარქის წერილში.
მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში 8 იანვარს გარდაიცვალა. ის დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს..
საკვანძო სიტყვები:

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი
24 იანვარი, 2021 , 11:11

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
24 იანვარი, 2021 , 11:05

ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
24 იანვარი, 2021 , 10:52
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35
სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
23 იანვარი, 2021 , 15:00