უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 სექტემბერი, 2018 15:00
font-size

მარიხუანას ექსპორტმა რაც ავღანეთსა და კოლუმბიაში მოიტანა, საქართველოშიც იმავეს მოიტანს, სხვას არაფერს - მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის შეფასებით, ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით საქართველოში მარიხუანის მოყვანა-წარმოება სარისკოა.

მისი თქმით, ძალოვანი უწყებები არ არიან იმდენად სანდონი, რომ მათ დაეკისროთ პლანტაციების დაცვა.

„ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აზრია. ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომაა. შეიძლება ბიუჯეტზე ფიქრობდნენ, მაგრამ ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ვფიქრობ, საერთოდ არ უფიქრიათ. მარიხუანას ექსპორტმა რაც ავღანეთსა და კოლუმბიაში მოიტანა, საქართველოშიც იმავეს მოიტანს, სხვას არაფერს. ჩვენთან ნდობის ხარისხი არცერთ ძალოვან უწყებას არ აქვს ისეთი, რომ პლანტაციების დაცვა ჩავაბაროთ“, – უთხრა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის საკითხებზე მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე.

ეპისკოპოსის აზრით, მარიხუანას მოწევის გამო ადამიანს არ უნდა იჭერდნენ, თუმცა გარკვეული ზომები უნდა არსებობდეს, რათა მარიხუანას მოწევა არ ხდებოდეს სამუშაო ადგილებზე და არსებობდეს შეზღუდვები.

ცნობილი ხდება, რომ მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი