უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

31 ოქტომბერი, 2018 14:55
font-size

მარიხუანას კულტივაციის თემა არ განიხილება და ამაზე შფოთვა უადგილოა - ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ განხილვა განუსაზღვრელი ვადით გადადებულია.

მისივე თქმით, მარიხუანას კულტივაციის თემა არ განიხილება და ამაზე შფოთვა უადგილოა.

„რაც შეეხება კულტივაციას, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ განხილვა გადადებულია განუსაზღვრელი ვადით. არც გუშინდელი კომიტეტის სხდომებზე და არც დღეს ეს არ განიხილება. რაც შეეხება კანონპროექტის გაწვევას, გასაგებია, ოთხმა დპუტატმა ეს საკითხი წამოაყენა, მაგრამ გაწვევას აქვს თავისი პროცედურები და ეს კარგად იციან მათაც და მთავრობის წევრებმაც.

კანონპროექტის ავტორი არის მთვრობა და თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს კანონპროექტი იყოს გაწვეული, იქნება გაწვეული. განხილვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ეს შფოთვა არის უადგილო. პარლამენტში მოსული ვარ იმისთვის, რომ მოხმარებასთან დაკავშირებით კანონპროექტი გამოვიტანო პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით“, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს - ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ

30 ოქტომბერი, 2020 , 17:30

“ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია ეხმაურება პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებს იმასთან დაკავშირ

ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გადავა ზღვარს, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად - გიორგი გახარია

30 ოქტომბერი, 2020 , 16:20

“ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გადავა ზღვარს და გადაიზრდება კანონდარღვევაში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად, ეფ

პრორუსული ვინ იყო, გუშინ ვნახეთ. ეს იყო ჩვეულებრივი ქვეცნობიერის გამოვლენა - გიორგი გახარია

30 ოქტომბერი, 2020 , 15:25

ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ მარტივი მიზეზების გამო - ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ სუსტ ოპოზიციას არ აქვს შინაარსობრივი თემები, ყოველ ჯერზე არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე საკითხი ხდება რუსეთი, პრორუსულობა, პრორუს

სიბრიყვის ჯეკპოტი მოხსნა კობახიძემ - გიგი უგულავა

29 ოქტომბერი, 2020 , 17:10

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაო

კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი - გიორგი ვაშაძე

29 ოქტომბერი, 2020 , 17:10

კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიციური პ

ქართული ოცნება აზროვნებს და მოქმედებს ანტისახელმწიფოებრივად - ბადრი ჯაფარიძე

28 ოქტომბერი, 2020 , 18:07

“ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება კობახიძის მხრიდან”- ასე შეაფასა “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის გ