არქივი
საზოგადოება


მარიხუანას მოხმარება 13 წლამდე სკოლის მოსწავლეებს შორის დაახლოებით 11 %-ია - ლაშა კილაძე
საქართველოში მარიხუანას მოხმარება 13 წლამდე სკოლის მოსწავლეებს შორის დაახლოებით 11 %-ია, - აღნიშნულის შესახებ ნათქვამია თამბაქოს, ალკოჰოლის და სხვადასხვა ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც ჟურნალისტებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ გააცნო.
მისივე ინფორმაციით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, სასკოლო ასაკის მოზარდების ჯგუფში დიდი სხვაობაა ალკჰოლისა და თამბქაოს მოხმარების მხრივაც.
,,საქართველოში არის საგანგაშო სიგნალი, მარიხუანას მოხმარება 13 წლამდე სკოლის მოსწავლეებს შორის აღემატება 10%-ს, დაახლოებით 11 %-ია. ეს არის ჯგუფი, რომელსაც გაუსინჯავს და ჰქონია შეხება მარიხუანასთან. ნარკობაზარზე სხვა ტიპის პრეპარატებიცაა, რომლებიც საკმაოდ ინტენსიურად არის წარმოდგენილი ამ ასაკობრივ ჯგუფში.
ევროპასთან შედარებით ამ ასაკობრივ ჯგუფში საქართველოსთან მიმართებაში დიდი სხვაობაა თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებაზე.
თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული მდგომარეობა ზოგადად აღემატება 30%-ს, ანუ გავრცელება არის საკმოდ მნიშვნელოვანი. ალკოჰოლის მოხმარებაც საშუალოდ ევროპულზე მაღალია და 40%-ს აღემატება.
რეალურად ჩვენ გვაქვს სურათი იმ ტენდენციისა, რომ უკვე დროა, ჩაერთოს შესაბამისი პრევენციის მექანიზმები, თუ უკვე დაგვიანებული არ არის’’, - განაცხადა კილაძემ.
მისივე თქმით, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ დაკვეთილი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ლიბერალიზაცია რისკისშემცველია, თუ არ იქნა სახელმწიფოს მხრიდან განხორცილებული შესაბამისი ზომები.
,,დღესავით არის ნათელი და ეს არის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკვეთა, რომ საჭიროა, კანონმდებლობის გარკვეული სახით ლიბერალიზაცია მაგალითად, მარიხუანასთან დაკავშირებით. როგორც კი ლიბერალიზაციის პროცესები დაიწყება, რა თქმა უნდა, მარიხუანას მოხმარება მოიმატებს და მათ შორის მოიმატებს სწორედ იმ ასაკობრივ ჯგუფში, ვისზეც ვლაპარაკობდით ’’, - განაცხადა ლაშა კილაძემ.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი საგანმანათლებლო და საინფორმაციო მიმართულებით პრევენციული მექანიზმების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
,,მარიხუანა არ არის უვნებელი და ტკბილი სათამაშო, რომელსაც სარგებლობა მოაქვს მხოლოდ ან პოპულარული, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამკურნალო ნიშან-თვისებები აქვს. ეს არის საკმაოდ საშიში ნარკოტიკი იმ კუთხით, რომ შეიცავს ძალიან ბევრ რისკს, რისკს დამოკიდებულების გაჩენისა.მითია, თითქოს მარიხუანა არ იწვევს დამოკიდებულებას. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ინტენსიური მოხმარების ფონზე იწვევს რთულად შესაქცევ პროცესებს. მარიხუანა იწვევს ფსიქიკურ აშლილობას, ის არის ისეთი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას, ამიტომ კანონის მიღების დროს უნდა შეფასდეს რისკები.
ადამიანები ციხეში არ უნდა ხვდებოდნენ მარიხუანას მოხმარებისთვის, მაგრამ არც კვარცხლბეკზე არ უნდა აგვყავდეს და ტაშს არ უნდა ვუკრავდეთ,“-განაცხადა ლაშა კილაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმო გახსნეს
10 დეკემბერი, 2019 , 21:56

კოტე ერისთავი Europabet-ის ახალ კამპანიაზე: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის
10 დეკემბერი, 2019 , 17:15
მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება - ირაკლი კოვზანაძე
10 დეკემბერი, 2019 , 15:40

საქართველოს საგარეო უწყებამ საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა დაიწყო
10 დეკემბერი, 2019 , 15:40

2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება - ივანე მაჭავარიანი
10 დეკემბერი, 2019 , 15:10

2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება
10 დეკემბერი, 2019 , 15:10