უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

2 აგვისტო, 2018 11:40
font-size

მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ სამართლებრივი ვაკუუმი შექმნა - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ სამართლებრივი ვაკუუმი შექმნა.

მისი თქმით, ამ ვაკუუმს სჭირდება შევსება, რაც პარლამენტის პრეროგატივაა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, შესაბამისად, შეიქმნა სამართლებრივი ვაკუუმი, რასაც სჭირდება შევსება და ეს არის პარლამენტის პრეროგატივა. ჩვენ გვექნება ორი სასესიო კვირა სექტემბერში და ალბათ, საჭიროა, ამ სამუშაოს სასწრაფოდ დაწყება იმისთვის, რომ სექტემბერშივე მოვახერხოთ ვაკუუმის შევსება. დღეს ეს საკითხი აბსოლუტურად გახსნილია.

ვფიქრობთ, რომ გვაქვს რესურსი ამ საკითხის მკაცრი რეგლამენტაციის. უნდა მოხდეს ამ საკითხის მკაცრი რეგლამენტაცია, ეს არის ჩემი პირადი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად ცნო.

ჩვენი ქვეყანა ამ ვირუსებიდანაც და პოლიტიკური სირთულეებიდანაც ერთნაირად წარმატებულად გამოვა - ლელა კაკულია

25 იანვარი, 2020 , 15:00

„ახალი კორონავირუსი საქართველოსთვის საშიში არ არის და ვერც იქნება“, აცხადებს ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია. მისი თქმით, იმის შესახებ, რომ მსოფლიოში ახალი ვირუსები გავრცელდებოდა, მრავალი წლის წინ იწინ

ჩვენი ოჯახი ომს უცხადებს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ მას დავამარცხებთ – ნიკა გვარამია(ვიდეო)

24 იანვარი, 2020 , 16:45

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, მიმართვას ავრცელებს: „ჩვენ, მთელი ოჯახი უკვე მერვე წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ როგორც მიზანში ამოღებული საზარბაზნე ხორცი. აქამდე ეს ძირითადად ვლინდ

თეა წულუკიანმა დანაშაული ჩაიდინა- სერგო რატიანი

24 იანვარი, 2020 , 13:05

-კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებით, თეა წულუკიანმა დანაშაული ჩაიდინა – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა. „თეა წულუკიანმა დანაშაული ჩაიდინა, როდესაც გაასა

ზოგიერთი კონგრესმენის შეფასება ობიექტურობას არის მოკლებული - ანრი ოხანაშვილი

23 იანვარი, 2020 , 14:50

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ზოგიერთი კონგრესმენის შეფასება ობიექტურობას არის მოკლებული. "ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა

აპაჭუნოს ახლა თვალები გიორგი გახარიამ - ლევან კობერიძე

23 იანვარი, 2020 , 14:15

აპაჭუნოს ახლა თვალები გიორგი გახარიამ და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული, კონგრესმენების წერილის მიღების შემდეგ, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რ

ერთი სიტყვა, ამერიკელი იმპერიალისტებიო დაამატონ და მათ გამონათქვამებსა და საბჭოთა კომკავშირელთა გამონათქვამებს შორის განსხვავებაც აღარ იქნება. - დავით ჭიჭინაძე

23 იანვარი, 2020 , 12:45

დამოუკიდებელი დეპუტატი და მოძრაობა "ტრიბუნას" დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე კონგრესმენების წერლს ეხმაურება.ჭიჭინაძე აცხადებს, რომ კონგრესმენების, სენატორების ამ წერილებს შეიძლება, მოჰყვეს იმ შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`