უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 აპრილი, 2021 17:40
font-size

მარინა კალიურანდი - ევროპას მედიაციის მიმართულებით დაუსრულებელი შემოთავაზებები არ ექნება - ეს პრეზიდენტ მიშელის პირადი თავდადებაა, ამაზე მეტი არ იქნება!

“ევროპას არ ექნება დაუსრულებელი შემოთავაზებები თავისი მაღალი დონის ვიზიტებისა და თავისი მედიაციის მიმართულებით”, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

მან ისაუბრა რამდენიმე დღის წინ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებული განცხადების შესახებ.

„მთავარი ფაქტორია, რომ განცხადებაში საქართველოს მედიაციაში ჩართული ყველა პოლიტიკური ლიდერი გავაკრიტიკეთ, იმიტომ, რომ მედიაციას ევროკავშირი ვერ დაასრულებს, კომპრომისზე ევროკავშირი ვერ შეთანხმდება, ელჩი დანიელსონი საქართველოს მომავალს ვერ გადაწყვეტს, - ეს ყველაფერი ქართველებმა უნდა გააკეთონ. დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მმართველ პარტიაზეა აქცენტი და მათგან ცოტა მეტს ელოდებით, ვიდრე სხვებისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ პატივი არ უნდა სცეს და არ უნდა წამოაყენოს პოზიციები, გარანტიები, პატივისცემა და თავდადება იმის მიმართ, რასაც მთავრობა აკეთებს. ასე რომ, ეს დაბალანსებული პროცესი უნდა იყოს, ვალდებულებებით ორივე მხარეს - დიახ, მმართველი პარტიისგან პირველ ნაბიჯს ველით, მაგრამ სხვებმა ამას პატივი უნდა სცენ და მიჰყვნენ“, - აღნიშნა კალიურანდმა.

მისი შეხედულებით, მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის იმის ახსნა, რომ პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ საქართველოს შიდა საკითხი არ არის, მაგრამ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობისგან დაღლილია და საქართველო იმაზე მეტს ორგანიზაციისგან არ უნდა ელოდოს, ვიდრე ახლა იღებს.

„ეს ბევრად უფრო ფართო საკითხია - საუბარი საქართველ-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალზე, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მომავლის კუთხით მაღალ მისწრაფებებზე და საქართველოს მომავალზეა. ვიცი, რომ ეს ყველაფერი სლოგანივით ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. ევროპარლამენტში და ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობა დღის წესრიგში წინ წამოწეული არ არის - მენდეთ, ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს: პანდემია, მიგრაცია, ეკონომიკური კრიზისი და ა.შ. სამწუხაროა, მაგრამ ბოლო დროს აღმოსავლეთ პარტნიორობას მაშინ განვიხილავთ, როცა რაიმე ცუდი ხდება ან კრიზისები იწყება. ევროპა დაიღალა, ევროპა აღმოსავლეთ პარტნიორობისგან გამოფიტვას განიცდის, ამიტომ ევროპას არ ექნება დაუსრულებელი შემოთავაზებები თავისი მაღალი დონის ვიზიტებისა და თავისი მედიაციის მიმართულებით - თქვენ იმაზე დიდ თავდადებას არ უნდა ელოდოთ, ვიდრე ახლაა. ეს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი თავდადებაა, ამაზე მეტი არ იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა გაიგოს, რამდენადაა ევროპა პროცესში ჩართული და მისი ერთგული და გადაწყვეტილებები ამაზე დაფუძნებით იქნას მიღებული.

რაც შეეხება პირობითობის პრინციპს, გულწრფელი უნდა ვიყო: ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა იმაზე, რომ პირობითობის პრინციპის დროა. თუ ჩვენ საქართველოში რეფორმებს მხარს ვუჭერთ, თუ საქართველოს გზასა და ინტეგრაციას მხარს ვუჭერთ და ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ერთგულებას საქართველოს მხრიდან, მაშინ პირობითობის წამოყენების დროა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთადერთი გზა დაგვრჩა: შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის - პრეზიდენტი

9 აპრილი, 2021 , 15:11

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის მედიაციით საქართველოში გამართულ მოლაპარაკებების ორ რაუნდს გამოეხმაურა და თქვა, რომ დათმობაზე ორივე მხარე უნდა წასულიყო, თუმცა კომპრომისის გამბედაობა არც ხელისუფლება

ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა შეთანხმება მოხდეს - არჩილ თალაკვაძე

9 აპრილი, 2021 , 14:15

ჩვენ როგორც ხელისუფლება მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვმუშაობთ და ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ შეთანხმება მოხდეს - სწორედ ამის შედეგია განცხადებები, რასაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილისგან ვისმენთ, -

სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში - სალომე ზურაბიშვილი

9 აპრილი, 2021 , 14:15

მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება, ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვ

მომავალ კვირას დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - გიორგი ვაშაძე

8 აპრილი, 2021 , 20:15

შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ კვირას 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - განცხადებას ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აკთებს და ამბობს, რომ "შეთანხმება აუცილებლად იქნ

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შეზღუდვებს

8 აპრილი, 2021 , 17:00

პირველ რიგში მინდა, შევეხო ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც, სამწუხაროდ, მძიმდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც; შემთხვევების მატება, რაც ბოლო დღეებში აშკარაა თითოეული ჩვენგანისგან მეტ ყურადღებას და მე

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს ხვალ წარუდგენს

8 აპრილი, 2021 , 16:30

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვალ პარლამენტში მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს წარუდგენს. იქიდან გამომდინარე, რომ ხვალ პლენარული სხდომების კვირა არ არის, საჭირო იქნება რიგგარეშე ს