უკან
უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
არქივი
კომენტარი
20 ოქტომბერი, 2017 11:30
მარნეული თითქოს ავღანეთია, ისეთი საშინელი ფაქტები ხდება - აზერ სულეიმანოვი
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, აზერ სულეიმანოვი მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტს ეხმიანება და ერთ-ერთ ვერსიად ,,ქართული ოცნების“ შიდაპარტიულ დაპირისპირებას განიხილავს.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში მარნეულში ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
როგორც სელეიმანოვი ამბობს, გარკვეული პირები მარნეულში იარაღით გადაადგილდებიან, არის ძალადობისა და ქურდობის გახშირებული ფაქტები.
,,შეიძლება ეს შიდა პარტიული დაპირისპირებაა. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ფაქტია. მარნეული თითქოს ავღანეთია, ისეთი საშინელი ფაქტები ხდება.
ბოლო პერიოდში მარნეულში ხალხი დადის ავტომატებით, ნარკოტიკებით. ქურდობა და ძალადობაა. ჩვენი მთავრობა კი, ისე იქცევა ვითომ ყველაფერი კარგადაა და წესრიგშია“, - განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.
ნინო ექვთიმიშვილი