უკან
უახლესი ამბები
არქივი
რეგიონები
29 აპრილი, 2021 16:40
მარნეულის მერიასთან მომხდარი დაპირისპირების დროს 6 ადამიანი დააკავეს
მარნეულის მერიასთან მომხდარი დაპირისპირების დროს 6 ადამიანი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქტივისტების დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით მოხდა.
მერიასთან აქცია გიორგი მუმლაძის ძმის მხარდასაჭერად მიმდინარეობდა. როგორც სიმონ მუმლაძე ამბობს, ის სამსახურიდან ძმის აქტივობების გამო გაათავისუფლეს. აქტივისტები ითხოვენ, შეწყდეს პოლიტიკური დევნა და სამსახურში აღადგინონ სიმონ მუმლაძე.
სიმონ მუმლაძე მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, გუშინ კი მას უთხრეს, რომ ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ.