უკან

რეგიონები

15 მარტი, 2019 16:20
font-size

მარნეულში მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების პილოტური პროექტი იწყება

პილოტური პროექტი მომზადდა და ხორციელდება ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მარნეულის კომპოსტირების საწარმოს თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების ხელშეწყობას, ასევე, იმ მწვანე ნარჩენების ეფექტიან გამოყენებას, რომლებიც რეგიონულ ნაგავსაყრელებზე ხვდება და მათი მოცულობის, დაახლოებით, 50%-ს იკავებს.

პილოტური პროექტის პრეზენტაციას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, ქ. მარნეულის მერი ზაურ ტაბატაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მსგავსი ტიპის ინიციატივების მხარდაჭერა, ვინაიდან ეს არის კარგი შესაძლებლობა მარნეულის მუნიციპალიტეტში საწარმოს მიერ მიღწეული შედეგები სხვადასხვა რეგიონში დაინერგოს. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია ნარჩენების სწორი მართვა, დამუშავება და მისი ხელახალი დაბრუნება ბუნებაში“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

„ევროკავშირი მსოფლიო ლიდერია გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის საკითხებში, რომლის მნიშვნელოვან შემადგენელს ნარჩენების მართვა წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია საკუთარი გამოცდილება საქართველოს გავუზიაროთ. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ამ პილოტური პროექტის საშუალებით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ საქართველოში არსებობს ნარჩენების უკეთესად მართვის და მწვანე ნარჩენების სასარგებლო კომპოსტად გადაქცევის შესაძლებლობები“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

პილოტური პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში, დიდი ზომის კონტეინერები დაიდგა საცხოვრებელ უბნებში და რამდენიმე საბავშვო ბაღში, ხოლო მცირე ზომის სამზარეულოს კონტეინერები დარიგდა სამიზნე ოჯახებსა და შერჩეულ საბავშვო ბაღებში. ამავე დროს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მოსარგებლე მხარეებთან, რომლის დროსაც ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტებმა მწვანე ნარჩენების შეგროვების მიზანი და მეთოდი განმარტეს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50 %-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა - „ჯორჯიან მანგანეზი“

22 მაისი, 2019 , 11:08

2019 წლის 21 მაისს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა. „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, კომპანია მიიჩნევს, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერი

მსურს, დავადასტურო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი ნება, ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი - მამუკა ბახტაძე

21 მაისი, 2019 , 17:45

კიდევ ერთხელ მსურს, დავადასტურო საქართველოს მთავრობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიე

მსურს დავადასტურო საქართველოს მთავრობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი - მამუკა ბახტაძე

21 მაისი, 2019 , 17:25

კიდევ ერთხელ მსურს დავადასტურო საქართველოს მთავრობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინის

სენაკის საკრებულოში ნაცემი ოპოზიციის წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

21 მაისი, 2019 , 16:26

სენაკის საკრებულოში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლით დასრულდა. „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ზაზა ნაჭყებია საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს ბორის სოსელიას ფიზიკურად გაუსწო

ლევან ხაბეიშვილი გია დანელიას: ეს არის კრიმინალი, ეს უნდა იყოს ციხეში

19 მაისი, 2019 , 09:40

კახათის #35 -ე საარჩევნო უბანთან, სიტუაციის გასაკონტროლებლად "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის გია დანელიას მისვლა ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა. ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. დანელია იმ სკანდა

“მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” - ბორჯომში მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარდათ

18 მაისი, 2019 , 14:35

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ბორჯომის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი - “მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” ჩაუტარდათ. ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ისეთ საკი