უკან

რეგიონები

14 მაისი, 2018 12:50
font-size

მარნეულში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაციის“ დირექტორი, მოადგილეებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები უტარდება ხრამ-არხის სარწყავი სისტემის დაზიანებულ მაგისტრალურ არხს, რომლის ძირი და ფერდები ეწყობა ბეტონით, რემონტდება ჰიდროტექნიკური ნაგებობა და კეთდება გაბიონები. ხრამ-არხის სარწყავი სისტემის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება 4,075 ჰექტარ მიწის ფართობზე გააუმჯობესებს წყლის მიწოდებას.

არჩილ ბუკია ადგილზე გაეცნო ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის აღდგენით სამუშაოებს, სადაც მაგისტრალური არხის დაზიანებულ უბნებს რეაბილიტაცია უტარდება - ივსება ბზარები, მონტაჟდება ახალი ფილები, ეწყობა ბორდიურები. ასევე, მიმდინარეობს მაგისტრალური არხის დანალექისგან გაწმენდის სამუშაოები. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის 3,835 მიწის ფართობზე გაუმჯობესდება მორწყვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებს, ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ აღმაშენებლის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხზე; რემონტდება ჰიდროტექნიკური ნაგებობა, იწმინდება და რეაბილიტაცია უტარდება მაგისტრალურ არხს. აღმაშენებლის სარწყავი სისტემის მწყობრში მოყვანა 1,886 ჰექტარ მიწის ფართობზე გააუმჯობესებს წყლის მიწოდებას.

ბათუმში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ოთხი წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია

23 იანვარი, 2019 , 14:53

ბათუმში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ოთხი წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. ბავშვი თბილისში იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკაში პირველ არხს განუცხადეს, რომ გოგონას მდგომარეობა რთული იყო, ახლა კი ვითარება გაუმჯობ

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

22 იანვარი, 2019 , 17:20

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება. მათივე ინფორმაციით, თ

ფოთში წითელას ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა

21 იანვარი, 2019 , 17:02

ფოთში წითელას ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. ინფექციის სიმპტომებით სხვადასხვა კლინიკას 9 პაციენტმა მიმართა. დაავადებულთა შორის ერთი მოზარდია. ექიმების განცხ

„ჭიღვარიამ უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს თანამდებობიდან”

21 იანვარი, 2019 , 13:33

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას იმპიჩმენტს ითხოვენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს, „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზა

ბათუმში, ქიმიური ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარავი გაშალეს

21 იანვარი, 2019 , 10:49

ბათუმში, ქიმიური ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ევროპის მოედანზე კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, საინიციატივო ჯგუფი წევრები, ტერმინალის მშენებლობის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციას 24 საათიან რე

კობი-გუდაურის გზაზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით

21 იანვარი, 2019 , 10:41

კობი-გუდაურის გზაზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. „საპატრუ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`