უახლესი ამბები
- 30.04.2025 17:01საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავხსენით ავღანეთთან და კიდევ დანარჩენ 16 ქვეყანასთან, რაც მტკნარი სიცრუეა - ალექსანდრე დარახველიძე
- 30.04.2025 15:55„თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
- 30.04.2025 15:48ღამის სამ საათზე სააკაშვილმა დამირეკა, გვირაბის კედლებზე ლამაზი ფოტოები დავკიდოთო, რომ დამაკავეს, ამ გვირაბზე იყო ლაპარაკი, ე.ი. იმ პერიოდში მისმენდნენ - ირაკლი გედენიძე
- 30.04.2025 15:41გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება
- 30.04.2025 15:35ისარგებლეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით 4GB-ის ფესტივალის ბილეთების შეძენისას
- 30.04.2025 15:3029 აპრილს ჩხრეკა-ამოღების ჩატარება „ქართული ოცნების“ ტერორის კიდევ ერთ გამოხატულებას წარმოადგენს - საია
- 30.04.2025 15:04„ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს
- 30.04.2025 14:23SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება
- 30.04.2025 13:10აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას „რადიო თავისუფლებისთვის“ დაფინანსების აღდგენა დაავალა
- 30.04.2025 12:15ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა ჩვენი ევროკავშირის კანდიდატობის მიღწევა, მისმა მარიონეტულმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება გაყალბებული არჩევნების შემდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
კომენტარი

მართლაც საცოდავი სანახავი იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ერთ საკითხზე რამდენიმე წუთში სამჯერ იტყუება - შალვა პაპუაშვილი
გუშინ, ჩვენების მიცემისას გიორგი გახარია ბევრ საკითხზე საკუთარ ტყუილშივე გაიხლართა, თუმცა ცალკე გამოსაყოფია მელიას დაკავება-არდაკავების საკითხში უცხოელების ჩარევაზე კითხვა და მისი დაბნეულობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„კითხვისგან რამდენჯერმე გაქცევის შემდეგ, მან ჯერ ვერ გაიხსენა, შეხვდა თუ არა რომელიმე ელჩს; შემდეგ გაიხსენა, რომ შეხვდა, მაგრამ ვერ გაიხსენა, რა საკითხზე; შემდეგ გაიხსენა, რომ მელიას საკითხზე, მაგრამ ასე მითხრეს, დასაჭერია და დაიჭირეო (ამ ბოლო ტყუილს ვინ დაიჯერებს, მაგრამ ამ ტყუილით ყოფილი ელჩი რომ დამატებით სკანდალში გახვია, ეს ცალკე საკითხია).
მართლაც საცოდავი სანახავი იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ერთ საკითხზე რამდენიმე წუთში სამჯერ იტყუება.
და რატომ იყო ის ასე დაძაბული ამ, ერთი შეხედვით, მარტივ კითხვაზე და მისგან გაქცევას ცდილობდა?
როდესაც ის უჩინარ კაცზე საუბრობს, სინამდვილეში, დღეს უკვე ყველამ კარგად გაიგო, ვინ ცდილობდა ქართულ პოლიტიკაში, მართლმსაჯულებაში თუ, ზოგადად, ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში უჩინრად ხელის ფათურს. ეს ვამხილეთ ჩვენც და ამხილა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამაც.
პასუხისგან თავის არიდების მრავალი მცდელობის მიუხედავად, გიორგი გახარიას ჩვენებით დადასტურდა, რომ ის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მოქმედებდა არა საქართველოს პარლამენტის მიერ მინიჭებული მანდატით, არამედ ფარულად, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებით და წუთების დონეზე შეთანხმებულად.
ამ შეთანხმებული მოქმედების ისტორიას არქივი კარგად ინახავს: 18 თებერვალს, 10:01 სთ-ზე, სამუშაო საათების დაწყებისთანავე აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საჯარო განცხადებით ხელისუფლებას კრიმინალთან დიალოგისა და დაკავებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
ამ განცხადებიდან 27 წუთში, 10:28 სთ-ზე გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა.
ამ ღალატიდან სამ თვეში იყო პარტიის შექმნა, ოთხ თვეში – ვაშინგტონში სააკაშვილთან ერთ სასტუმროში აღმოჩენა, შვიდ თვეში – სააკაშვილის წინასაარჩევნოდ შემოპარება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
რეალური შეტევითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ ყველა ძალადობრივ ქმედებას და ამათი დღეები დათვლილია - ლევან ხაბეიშვილი
29 აპრილი, 2025 , 17:05
რეჟიმი შეიძლება ცდილობდეს შიშის დათესვას, მაგრამ ეს მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს ძალას - სალომე ზურაბიშვილი
29 აპრილი, 2025 , 16:57
რეჟიმს თავისუფალი მოქალაქეების ეშინია - გიორგი ვაშაძე
29 აპრილი, 2025 , 14:00

მე ყველაფრისთვის მზად ვარ, ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება, არავის ეშინია - ალეკო ცქიტიშვილი
29 აპრილი, 2025 , 12:29
მას შემდეგ, რაც მწერალთა კავშირი დაარბია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ნატა ლომოური დასვეს ხელმძღვანელად, ამ პატარა ბავშვმა თანამდებობა შეირგო და ჩათვალა, რომ არის ნაანდერძევი - თეა წულუკიანი
29 აპრილი, 2025 , 12:01
ბიძინა ივანიშვილის მაქინაცია არავის გაუგია საერთოდ არც გარეთ, არც შიგნით - გია ვოლსკი
28 აპრილი, 2025 , 17:49