უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 თებერვალი, 2020 10:35
font-size

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ილია მეორე შეკრებილ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. წირვა 10:00 საათზე დაიწყება.

მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, საუფლო 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს 40 დღის ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამ-ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა, „ქალწულმა მუცლად იღო“ სიტყვა ქალით შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება აუკრძალა და უთხრა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს თავად იხილავდა. წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი“. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.

კელი დეგნანი სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს სტუმრობდა

7 აგვისტო, 2020 , 17:45

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს ესტუმრა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი მადლიერი იყო, საქართველოში ასეთი შთამბეჭ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0758 ლარი გახდა

7 აგვისტო, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0758 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0737 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს

7 აგვისტო, 2020 , 17:25

გოგი თოფაძის შვილიშვილმა, ლევან თოფაძემ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკა დატოვა. ექიმების თქმით, ლევან თოფაძე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა. შეგახსენებთ, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შ

„ბაჩანა ამ ბინძურ ისტორიაში ყველაზე ალალ და კეთილ ადამიანად მომეჩვენა... ადვოკატი რამიშვილი არის არაპროფესიონალი“

7 აგვისტო, 2020 , 17:25

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ირაკლი მეფარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: “გუშინ ვუყურე გვარამიას თოკ შოუს სადაც ახალგაზრდა პროგრამისტი და ადვოკატი რამიშვილი ყავდა სტუმრად. ასევე ვადევნებ თვალყურს

ავიაკომპანია „ლოტი“ ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

7 აგვისტო, 2020 , 15:55

პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“ 14-15 აგვისტოს ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება: 14 აგვისტო, ვარშავა – თბილისი (გამოფრენა პოლონეთის დროით 2

გერმანიამ საქართველოს 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა

7 აგვისტო, 2020 , 15:35

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად ახალი პროგრამა "საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება" შეიმუშავა და ქვეყანას

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე