უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 თებერვალი, 2018 16:06
font-size

მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს - გიორგი მარგველაშვილი

მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე, რომელზეც მან საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე, ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე ისაუბრა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც აღმოფხვრის სისტემური დანაშაულის შესაძლებლობებს, ყოველთვის იყო მის ინტერესებში.

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ როგორც განათლების მინისტრმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ფაქტობრივად, შევქმენი ქმედითი მექანიზმი განათლების სისტემიდან მაშინ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების სამსახურში დაბრუნების შესახებ. მაშინ შეიქმნა კომისია, რომელმაც არა ერთი საქმე განიხილა. არა ყველა, მაგრამ ძალიან ბევრი პედაგოგი დაუბრუნდა სკოლებს და დღესაც ემსახურება ქვეყანას მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ისინი იქნენ გათავისუფლებულნი. საპარლამენტო გამოსვლებისას არა ერთხელ ყურადღება მიმიქცევია იმ საკითხებისთვის, რასაც ჰქვია პოლიტიკური ნიშნით დევნილთა, ან პოლიტპატიმართა საკითხები.

დღეს, როცა აღნიშნული მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვა ხდება, უნდა მოხდეს საუბარი იმ გარანტიებზე, რომელიც მომავალში ადამიანებს დაიცავს ტრაგედიებისგან, რომლის მომსწრენიც გავხდით.

ეს არ არის წარსულზე ფიქრი, სწორედ მომავალზე ფიქრის თვალსაზრისით, სწორედ პრევენციის თვალსაზრისით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ადამიანები, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს, მათ ხელში არ უნდა იყოს და ვერ განხორციელდება უფრო ეფექტიანი მართლმსაჯულება, ვერ განხორციელდება რეალური დაცვა და პრევენცია შესაძლო სისტემური პრობლემებისგან. ამიტომ, გირგვლიანის შესწორებების ნაწილში ჩვენ უკვე ვთქვით და კიდევ მინდა დღეს აღვნიშნო, ჩვენ გვაქვს რეალური საკანონმდებლო ამოსავალი, რომელიც არის 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი ამნისტიის შესახებ, რომლითაც პარლამენტმა აღიარა საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი ადამიანების არსებობა. სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა ჩვენ სწორედ ამ კანონის მიხედვით ეფექტიანი მექანიზმის შექმნით უნდა დავიწყოთ, რადგანაც ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ კანონით დადასტურებულ შემთხვევებში, მათ მიმართ უნდა ამუშავდეს ეფექტური მექანიზმი იმისა, რომ ვიყოთ გარანტირებული, რომ ეს დანაშაულები ჩვენი მოქალაქეების მიმართ არასდროს არ განმეორდება. გარდა ამისა, ამ ნაწილში ჩვენ ასევე ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, ვისაც უნდა და სურვილი აქვს ამ საქმეების გამოძიების, მათ დავეხმაროთ, რომ უზრუნველყონ და უფრო ეფექტურად განახორციელონ ეს პროცესი. პარლამენტშიც ვთქვი, რომ მზად ვართ, ადვოკატებთან ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მივცეთ ამ თავიანთი უფლების განხორციელების უფრო ეფექტიანი შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისათვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იწყებს მუშაობას პროექტზე, რომელსაც ე.წ. გირგვლიანის შესწორებები ჰქვია.

ამ შემთხვევაშიც საქმე კონკრეტულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ეხება, რომელიც როგორც მდინარაძე აცხადებს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, მართლმსაჯულების შეუვალობას.

საკვანძო სიტყვები:

პირობას გაძლევთ, რომ მე თვითონ აქტიურად მივადევნებ თავლყურს - თამარ ჩუგოშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 17:15

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირობა დადო, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეს უფრო დეტალურად გაეცნობა. „ცალსახად უნდა დაიკითხონ, ცალსახად, გ

ხუთივე ფირზე დაიწყოს გამოძიება - გრიგოლ ვაშაძე „ომეგას“ საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოითხოვა თბილისის პროკურატურისგან, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და „იბერია ტვ“-ის საქმეზე გამოქვეყნებულ ხუთივე ჩ

7% ვის მიჰქონდა, ვინ იყვნენ ეს ბიჭები? - გიორგი ფანცულაია “ომეგა ჯგუფის” საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ინფორმაციას თბილისის პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიებაზე „ომეგა ჯგუფის“ მხარე მიიღებს მას შემდეგ,

გაერო-ს ტრიბუნას გამოვიყენებთ საქართველოს პრობლემატიკის და ქვეყნის განვითარების ხედვების წარმოსაჩენად - დავით ზალკალიანი

22 სექტემბერი, 2018 , 14:30

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გაერო-ს გენერალური ასაბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლაში ყურადღება გამახვილდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემატი

სურთ გადაიტანონ პარლამენტი, რაც თბილისში საცობების და ხალხის გაღიზიანების მეტს არაფერს გამოიწვევს - გრიგოლ ვაშაძე

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა გააპროტესტა. „დღეს, გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს პატივი, იდ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა, თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელმაც საქართველოში თავისუფლების შეზღუდ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`