უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 სექტემბერი, 2021 11:44
font-size

მართლწესრიგის ოფიცრებმა ისანი-სამგორის რაიონში მუშაობა დაიწყეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის 95 ოფიცერი ისანი-სამგორის რაიონში მუშაობას შეუდგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართლწესრიგის ოფიცრები აქამდე, თბილისის მასშტაბით, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონებში მუშაობდნენ. ამ დროისთვის, თბილისის მასშტაბით სულ 275 მართლწესრიგის ოფიცერი მუშაობს.

„მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან თეიმურაზ კუპატაძესთან და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსთან გურამ ნაცვლიშვილთან ერთად მიულოცა.

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია მოიცავს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში, ასევე, შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.

ოფიცრების შერჩევა მოხდა როგორც მოქმედი თანამშრომლებიდან, ასევე, საკონკურსო წესით. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ დედაქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით, ეტაპობრივად მთელ საქართველოში დაინერგება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

როდესაც დადგება საჭიროება, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება - რატი ბრეგაძე

20 ოქტომბერი, 2021 , 22:58

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. მისივე თქმით, სამკუ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1411 ლარი გახდა

20 ოქტომბერი, 2021 , 18:12

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1411 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1369 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნუ

ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით, შეწყდეს მართლმსაჯულების უსამართლო პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება - მიხეილ სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2021 , 13:09

მინდა, ბოლომდე შემრჩეს საღი აზრი და შრომისუნარიანობა, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც სწორედ დამეხმარება გონზე ყოფნაში, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის წერილ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

20 ოქტომბერი, 2021 , 13:03

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 12:32 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრის სი

2022 წლიდან ოჯახები თბილისში, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან - კახა კალაძე

20 ოქტომბერი, 2021 , 12:39

2022 წლიდან ოჯახები, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღ

პროგნოზი არ არის საიმედო - ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი, 2021 , 12:31

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, დღესდღეობით

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი