უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 ივნისი, 2019 17:15
font-size

მარტო ერთეულები არ უნდა ვიყოთ იმ ადგილას, სადაც ვიყავით -18 წლის გოგო, რომელმაც აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გამოწერეს

20 ივნისის დარბევის დროს დაშავებული გოგონა საავადმყოფოდან გამოწერეს. მაკო გომურმა, კლინიკა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

"მადლობა" - ამ შეძახილებით დახვდნენ მას მეგობრები და გულშემატკივრები შენობის ეზოში.

„ახალა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს იმიტომ, რომ გამოვედი საავადმყოფოდან და შემიძლია წავიდე სახლში. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო და ჩემ პატარა თვალუკას წარმატებებისთვის მიეღწია.

ნუ რაღაც ეტაპზე არის კარგი მდგომარეობა ახლა. ველოდებით შემდეგ კიდევ მკურნალობას და მოკლედ ყველაფერი არის ძალიან კარგად.

რაც შეეხება რას მივმართავ ახლა ჩემს თანატოლებს. ნარკოზიდან რომ გამოვედი დამხვდა უამრავი შეტყობინება, არ ვიცი ... მოდი დავიწყოთ მადლობით, ასე დავიწყოთ ახლა ჩვენ.

მართლა ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ გვერდში დგომისთვის, ანუ რაც ახლა გამაჩნია ძალა, გამაჩნია იმ ადამიანებისგან ალბათ. ანუ ისინი რომ არ ყოფილიყვნენ მეც არ ვიქნებოდი ესე. არც ჩემი და იქნებოდა ასე, რომელიც ნემსის გაკეთებასაც ვერ ესწრებოდა პალატაში.

ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და არ ვიცი, ალბათ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რაღაცეების წინაშე და რაღაცეების მისაღწევად. ანუ მარტო ერთეულები არ უნდა ვიყოთ იმ ადგილას სადაც ვიყავით და სადაც იყო ყველა და იბრძოდა რაღაცის წინააღმდეგ. როცა ვიბრძვით რაღაცის წინააღმდეგ უნდა ვიდგეთ ყველა ერთად და ვიბრძოლოთ ერთად,“-განაცხადა მაკო გომურმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

15 ნოემბერი, 2019 , 15:34

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართე

ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 153.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

15 ნოემბერი, 2019 , 15:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 153.2 მლნ აშშ დოლარი (454.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.5%-ით (15.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის ოქტომ

ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე დიტო ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა

15 ნოემბერი, 2019 , 13:10

"ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს, ფილმისთვის „შინდისი“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს. კინოფესტივალზე ძირითადად ის ფი

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა და 192.9 ლარს შეადგენს

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 189.9 ლარი შეადგ

საქართველოს ბანკი SWIFT gpi გლობალური გადახდების ინოვაციურ სისტემაში ჩაერთო

15 ნოემბერი, 2019 , 12:15

საქართველოს ბანკი ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. საქართველოს ბანკი პირველი კორპორატიული ბანკია საქართველოში, ვინც SWIFT gpi გლობალური გადახდების სისტემაში სრულად ჩაერთო. SWIFT gpi არის ახალი

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

15 ნოემბერი, 2019 , 11:00

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 15 ნოემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კრწანისის რაიონი – 11:00 საა