უახლესი ამბები
- 13.04.2021 13:34ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 13.04.2021 13:27მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა
- 13.04.2021 12:07სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
- 13.04.2021 11:21სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- 13.04.2021 11:18რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს
- 13.04.2021 11:13მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
- 13.04.2021 10:49საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- 13.04.2021 10:42ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
- 13.04.2021 10:39დღის კალენდარი - 13 აპრილი
- 13.04.2021 10:34ანონსი - 13.04.21
არქივი
ეკონომიკა


მარტში ყოველკვირეულად 70, ხოლო ზაფხულში დაახლოებით 200 ფრენა განხორციელდება -ნათია თურნავა
„დღევანდელი მდგომარეობით, რეგულარული სამგზავრო ფრენები მარტის განმავლობაში კვირაში 70-მდე ფრენა განხორციელდება, ხოლო დღეს მიღებული განაცხადებით, ზაფხულში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 200 ფრენამდე გაიზრდება. გასული წლის აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10-12 სიხშირე კვირაში, ანუ 7-ჯერ გაიზრდება ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ რეგულარულ საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ განხორციელდა. მათ შორის, ფრენები განაახლეს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა“, „ფლაი დუბაიმ“, „ეარ არაბიამ“, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა, როგორიცაა „თურქეთის ავიახაზები“, „პეგასუსი“, „ყატარის ავიახაზები“ - ფრენის სიხშირე. მინისტრმა ასევე ისაუბრა ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ ფრენების განახლების შესახებ. მისი თქმით, მარტის ბოლოდან „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განაახლებს ფრენებს და კვირაში 45 რეისს 20 მიმართულებით გეგმავს.
ნათია თურნავას თქმით, ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შედეგად, მარტის ბოლოდან ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია „ვიზ ეარ აბუ-დაბი“ და ფრენებს შეასრულებს აბუ - დაბი - ქუთაისი - აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით.
ნათია თურნავამ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება აზერბაიჯანის ლოუქოსტერის „ბუტა ეარვეისის“ მიერ ბაქო - თბილისი - ბაქოს ფრენების დაწყების შესახებ. ასევე განახლდება ფრენები ყაზახეთთან ყაზახური ავიაკომპანიების მიერ.

იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.3 პროცენტით შემცირდა
13 აპრილი, 2021 , 11:37

ეკონომიკის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს
8 აპრილი, 2021 , 17:30

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება
8 აპრილი, 2021 , 17:00

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
6 აპრილი, 2021 , 14:45

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
6 აპრილი, 2021 , 14:45
საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5 პროცენტით გაიზრდება - მსოფლიო ბანკი
31 მარტი, 2021 , 12:50