უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

6 აპრილი, 2020 15:00
font-size

მარტში მსოფლიოში სურსათზე ფასები დაეცა - FAO

გლობალური პანდემიით გამოწვეული შემცირებული მოთხოვნა და ნავთობის ფასის ვარდნა, ძირითად სასურსათო პროდუქციაზე საერთაშორისო ფასების კლების მიზეზი გახდა.

როგორც „მედიანიუსს“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან (FAO) აცნობეს, მარტში, მსოფლიოში სურსათზე ფასები მკვეთრად დაეცა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო COVID-19-ის შედეგად შემცირებული მოთხოვნით და გლობალურ დონეზე, ნავთობის ფასის ვარდნით. მათი ცნობით, ეს უკანასკნელი ძირითადად ეკონომიკური კრიზისის მოლოდინებს უკავშირდება, რადგან მთავრობები ცდილობენ სპეციალური შეზღუდვები აამოქმედონ ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად.

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სასურსათო ფასების ინდექსი, რომელიც ყოველთვიურად ასახავს ცვლილებებს ყველაზე ხშირად გაყიდვადი სასურსათო პროდუქტების საერთაშორისო ფასებზე, შეადგენდა 172.2 ქულას, რაც თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 4.3 პროცენტით ნაკლებია.

„ფასის კლება ძირითადად გამოწვეულია მოთხოვნის ფაქტორებით და არა მიწოდებით, ხოლო მოთხოვნის ფაქტორებზე გავლენას ახდენს არასახარბიელო მომავლის ეკონომიკური პროგნოზები’’,- აცხადებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის უფროსი ეკონომისტი აბდოლრეზა აბასიანი.

FAO-ს შაქრის ფასის ინდექსმა ყველაზე დიდი ვარდნა აჩვენა: წინა თვესთან შედარებით, მაჩვენებელი 19.1%-ით არის შემცირებული. აღნიშნული განპირობებულია სახლის გარეთ მოხმარების კლებით, რაც თავისთავად დაკავშირებულია ბევრი ქვეყნის მიერ გატარებულ შეზღუდვებთან და ასევე, ეთანოლის მწარმოებლებისაგან დაბალ მოთხოვნასთან, მას შემდეგ, რაც ნედლ ნავთობზე ფასები მკვეთრად დაეცა.
FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი 12.0 პროცენტით შემცირდა ერთ თვეში, რაც ძირითადად განპირობებულია პალმის ზეთზე ფასის ვარდნით და ნედლ მინერალურ ნავთობზე ფასის სწრაფი კლებით; ასევე, გაურკვევლობით, თუ რა გავლენას მოახდენს პანდემია მცენარეული ზეთის ბაზარზე მსოფლიოს მასშტაბით; სოიოსა და კანოლის ზეთის ფასებიც ამ ტენდენციას მიჰყვება.

„ზეთის ფასი წინა თვეში თითქმის განახევრდა, რაც დიდ გავლენას ახდენს ბიო საწვავის ფასის მკვეთრ კლებაზე, რადგან ბიო საწვავი არის მოთხოვნის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო შაქრისა და მცენარეული ზეთის ბაზარზე’’, - ამბობს FAO-ს ანალიტიკოსი პიტერ თეონესი.

„FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსი 3.0 პროცენტით დაეცა, რაც განპირობებულია კლებადი კვოტებით და გლობალური იმპორტის შემცირებული მოთხოვნით მაღალი და საშუალო ცხიმშემცველობის რძის ფხვნილებზე. ეს უკანასკნელი კი გამოწვეულია COVID-19-ის ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების გამო, რძის პროდუქტების მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით.

მარტში, FAO-ს მარცვლეულის ფასის ინდექსი 1.9 პროცენტით დაეცა თებერვალთან შედარებით და თითქმის 2019 წლის მარტის მაჩვენებლის დონეზე დადგა. ხორბლის საერთაშორისო ფასი შემცირდა, ხოლო დიდი გლობალური მარაგების ეფექტებმა და სასურველი მოსავლის პროგნოზებმა გადაწონა ჩრდილოეთ აფრიკიდან გაზრდილი იმპორტის მოთხოვნის ეფექტი და რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული მცირე შეზღუდვები ექსპორტზე.

სიმინდის ფასიც შემცირდა, როგორც მნიშვნელოვნად დიდი მიწოდების, ისე ბიო-საწვავის სექტორის გაცილებით შესუსტებული მოთხოვნის გამო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
FAO-ს ცნობით, აღნიშნულის საპირისპიროდ, ბრინჯზე საერთაშორისო ფასი უკვე მესამე თვეა თანმიმდევრულად იმატებს.

„FAO აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს ფასებზე და სასურსათო პროდუქციის ლოჯისტიკურ საკითხებზე და განსაკუთრებით აკვირდება განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, სადაც პანდემიამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაამწვავოს სურსათის მიწოდების პრობლემა.

FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი 0.6 პროცენტით დაეცა, რაც განპირობებული იყო ცხვრისა და წყვილჩლიქოსანი ცხოველის ხორცზე საერთაშორისო კვოტების ვარდნით. ამ ტიპის ხორცზე ექსპორტის ხელმისაწვდომობა მაღალია და ვაჭრობის სფეროს შესაძლებლობას მნიშვნელოვნად აზარალებს ლოჯისტიკური პრობლემები. თუმცა, მერყევი გლობალური მოთხოვნის ფონზე, გაიზარდა ღორის ხორცის კვოტები; ამავდროულად, გადამამუშავებელი საწარმოები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ მუშახელის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო.

მარცვლეულის მარაგები FAO-ს 2020 წლის პროგნოზის თანახმად, მსოფლიოში ხორბლის წარმოების მაჩვენებელი წინა თვიდან არ შეცვლილა; ბოლო რეკორდული მაჩვენებელი გასულ წელს დაფიქსირდა, რაც დიდ მარაგებთან ერთად, სასურსათო ბაზრებს დაიცავს არეულობისგან კორონავირუსის შტორმის პერიოდში. ამ თვის პუბლიკაციაში ,,მარცვლეულის მიწოდება და მოთხოვნა’’ (Cereal Supply and Demand Brief), FAO-ს 2019 წლის სავარაუდო გათვლები მსოფლიოში მარცვლეულის პროდუქციის შესახებ იყო 2 721 მილიონი ტონა, რაც 2.4 პროცენტით მაღალია 2018 წლის მაჩვენებელზე. FAO-ს 2019 წლის გათვლების თანახმად, მაჩვენებლები ასე გამოიყურება: საკვები მარცვალი - 1 445 მილიონი ტონა, ხორბალი - 763 მილიონი ტონა და ბრინჯი - 512 მილიონი ტონა (დაფქვილ მდგომარეობაში).

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ დონეზე, ლოჯისტიკური პრობლემები დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს სურსათის მიწოდების ჯაჭვს რიგ ბაზრებზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი მოსალოდნელი ხანგრძლივობა და მასშტაბი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს გლობალური სურსათის ბაზრებზე, ამბობს FAO.

FAO-ს 2020 წლის პროგნოზი მსოფლიოში ხორბლის წარმოების შესახებ წინა თვიდან არ შეცვლილა და კვლავ 763 მილიონი ტონაა; არსებობს მოლოდინი, რომ ევროკავშირი, უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ნაკლებ პროდუქციას გამოუშვებს, მაგრამ ამის საკომპენსაციოდ, რუსეთის ფედერაცია, ინდოეთი და პაკისტანი გაზრდიან წარმოებას, თუმცა გადამფრენი კალიების ინვაზიამ შესაძლებელია შეაფერხოს მოსალოდნელი ზრდა.

რაც შეეხება სიმინდს, მთავარ საკვებ მარცვლეულს, რეკორდულ მოსავალს მოელიან ბრაზილიასა და არგენტინაში, ხოლო სამხრეთ აფრიკაში სიმინდის მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება გასულ წელთან შედარებით, როცა დიდმა გვალვებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსავალზე. სხვა ქვეყნებში, დათესვის შესახებ გადაწყვეტილებებზე შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სიმინდზე საერთაშორისო ფასების კლებამ“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

FAO-ს 2019-2020 წლების პროგნოზი მარცვლეულის მოხმარებასთან დაკავშირებით, მცირედით გაიზარდა 2 722 მილიონ ტონამდე, რაც ნიშნავს წლიურ 1.2% ზრდას.

„მოელიან, რომ მსოფლიოში მარცვლეულის მარაგი 2020 წლის სეზონის ბოლოს სეზონის დაწყებასთან შედარებით, 8 მილიონი ტონით შემცირდება, რაც გლობალური მარცვლის მარაგი-მოხმარების თანაფარდობას 30.7 პროცენტზე დაიყვანს. ეს მაინც კომფორტულ დონედ ითვლება. პროგნოზის თანახმად, მსოფლიოში მარცვლეულის გაყიდვა 2.3 პროცენტით გაიზრდება წინა წელთან შედარებით და 420 მილიონ ტონას მიაღწევს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

აზერბაიჯანი: კორონავირუსის 149 ახალი შემთხვევა, 2 გარდაცვლილი

25 მაისი, 2020 , 17:05

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 4 271-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდ

რუსეთი: კორონავირუსის 8946 ახალი შემთხვევა, 92 გარდაცვლილი

25 მაისი, 2020 , 12:31

რუსეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 8946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 353 427-ს მიაღწია. ამასთან, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით 92 ადამიანი და

სომხეთი: კორონავირუსის 452 ახალი შემთხვევა, 6 გარდაცვლილი

25 მაისი, 2020 , 11:53

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო დღე ღამეში ვირუსს კიდევ ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, და

აზერბაიჯანი: კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა, 3 გარდაცვლილი

23 მაისი, 2020 , 17:05

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 127 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი კი, გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“

სკანდალი სომხეთში: ფაშინიანი და მისი კაბინეტის წევრები ბანკეტზე პირბადეების და სოციალური დისტანციის გარეშე

23 მაისი, 2020 , 14:53

სომხეთში სკანდალი გამოიწვია იმ ფოტოს გამოქვეყნებამ, რომელზეც აღბეჭდილია ამ დღეებში მთიან ყარაბაღში, "პრეზიდენტის" ინაუგურაციის შემდეგ მოწყობილ ბანკეტზე მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი კა

რუსეთი: კორონავირუსის 9 434 ახალი შემთხვევა, 139 გარდაცვლილი

23 მაისი, 2020 , 13:04

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 9 434 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 335 882-ს მიაღწია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 139 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხ