უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 აპრილი, 2018 12:50
font-size

მარტში საავიაციო ნავთისა და საგზაო ბიტუმის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2018 წლის მარტის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 10,2 ათასი ტონა, რაც 6,7 ათასი ტონით აღემატება თებერვლის თვის მაჩვენებელს (3,5 ათასი ტონა).

ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის მარტში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 6,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 63,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: საბერძნეთი - 2,5 ათასი ტონა (24,5%), აზერბაიჯანი - 0,7 ათასი ტონა (6,9%), რუმინეთი 0,5 ათასი ტონა (4,9%).

მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 15,2 ათასი ტონა, რაც 4,4 ათასი ტონით ანუ 40,7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (10,8 ათასი ტონა).

საავიაციო ნავთის იმპორტი და შესაბამისად, მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება, რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან, რომელიც თავისთავად უკავშირდება საქართველოში ვიზიტორებისა და ტურისტების მატებას.

2018 წლის მარტის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 4,8 ათასი ტონა, რაც 2,9 ათასი ტონით აღემატება თებერვლის თვის მაჩვენებელს (1,9 ათასი ტონა). აქედან იმპორტის 91,7% მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 9,1 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 14,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (10,7 ათასი ტონა).

სანავთობო ბიტუმის მოხმარება ძირითადად ხდება გზების მშენებლობისას, ასფალტის წარმოებისას. ჩვენი აზრით, მომავალ თვეებში აღნიშნული სამუშაოების მასშტაბურად გააქტიურების შედეგად პროდუქციის მოხმარება კიდევ მეტად გაიზრდება, - აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

საკვანძო სიტყვები:

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

20 ოქტომბერი, 2018 , 09:00

19 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6972 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7026 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 თეთრი შეადგინა. გაუფასუ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ოქტომბერი, 2018 , 17:50

19 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6972 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7026 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 თეთრი შეადგინა.  გა

საჯარო კომპანიების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს ვერც ადგილობრივი და ვერც საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს - ეროვნული ბანკი

19 ოქტომბერი, 2018 , 17:10

კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და განვითარებაზე ორიენტირე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

19 ოქტომბერი, 2018 , 15:55

მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეშვიდე, ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი

ჩვენს ლარს სჭირს ერთი დიდი და ქრონიკული დაავადება - რომან კაკულია

19 ოქტომბერი, 2018 , 14:50

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ლარის კურსის გაუფასურებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკურმა გუნდმა აუცილებლად უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი გეგმა ამ პრობ

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

19 ოქტომბერი, 2018 , 14:05

ლარის გაუფასურება გრძელდება. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 1 დოლარის შესაძენად 2.7026 ლარია საჭირო. ეკონომისტმა გიორგი პაპავამ ლარის გაუფასურების სამი მიზეზი დაასახელა. ესენია თურქული ლირის ფაქტორი, საქართველოში

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`