უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 აპრილი, 2019 13:00
font-size

მარტვილში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, სხვა პირთა დასაკავებლად კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1955 წელს დაბადებული ჟ.გ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილს მარტვილში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა. მათ ოჯახის წევრს სხეულის დაზიანება მიაყენეს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ოქროს ნივთები და ფული გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული ჟ.გ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში მარტვილში დააკავა. რაც შეეხება სხვა პირებს, მათ დასაკავებლად ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნაყაჩაღარი ოქრო და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მარტვილში, მშვიდობის ქუჩაზე ოჯახი გვიან ღამით დააყაჩაღეს.

გენერალურმა პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

23 აგვისტო, 2019 , 19:02

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება - დანაშაულის არარსებობის გამო

თბილისში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მობილური ტელეფონების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს

23 აგვისტო, 2019 , 12:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.

ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

23 აგვისტო, 2019 , 11:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნაკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღე

ხელვაჩაურის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

22 აგვისტო, 2019 , 17:05

ხელვაჩაურის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით დააკავეს.ამავე საქმეზე დაკავებულია, ასევე, ერთ-ერთი მოქალაქე. ამის შესა

ლაურა ღაჭავას სასამართლომ გირაო შეუფარდა

22 აგვისტო, 2019 , 16:44

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლემ ღაჭავას 500 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. ამასთან, ბიზნესმენს ეკრძალება საზღვრის გადაკვეთა წინასწარი შ

მეუღლეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას სისტემატურად აყენებდა, მოკვლით ემუქრებოდა მათსავე 5 წლის შვილს და მეუღლის ახლო ნათესავებს - გორში მამაკაცი დააკავეს

22 აგვისტო, 2019 , 14:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიუ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდები

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს