უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

18 ოქტომბერი, 2020 12:09
font-size

მართვის ნაცვლად მივიღეთ ქაოსი და უმართავი გავრცელება პანდემიის - ლევან კობერიძე

“ქართულმა ოცნებამ” არ იცის ქვეყნის მართვის პრინციპი, არ იცის მენეჯმენტი და ამიტომ გაექცა პანდემია ამ მასშტაბით”- ამის შესახებ “ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლება ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას, რომ ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე, რადგან იციან, რომ აგებენ.
რაც შეეხება პანდემიით გამოწვეულ შედეგს, კობერიძის თქმით, ქვეყანა იმკის იმ შედეგს, რაც “ქართული ოცნების” უუნარობამ, მენეჯმენტისა და ქვეყნის მართვის არცოდნამ, კორუფციამ და ჯანდაცვის სისტემის აბსოლუტურად ჩამოშლამ განაპირობა.

“პანდემიასთან ბრძოლა და მსგავსი ტიპის ქმედებები გარკვეულ ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს, რადგან ორი რამის წინაშე ვართ - ადამიანის სიცოცხლე, რომელიც უზენაესია და ქვეყნის ეკონომიკა, რომლის გარეშეც ადამიანები ვერ იცოცხლებენ. ის, რაც ხელისუფლებამ გააკეთა და ამ დროის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ჩვენ ვმართავთ, ეს იყო უბრალოდ შეკეტვა. პირველი თვის შეკეტვას მეც დავუჭირე მხარი, მაგრამ შემდეგ უნდა ყოფილიყო გეგმაზომიერი სამუშაოები. მართვის ნაცვლად კი მივიღეთ ქაოსი და უმართავი გავრცელება პანდემიის. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ მათ მიერ ერთთვიანი წანაცვლება დაამთხვიეს სეზონურ გრიპს, რომელიც ახლა იწყება და ვაქცინის პრობლემაა,”-განაცახადა კობერიძემ.

“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმასაც აცხადებს, რომ მან ჯანდაცვის კომიტეტში ან პარლამენტში გაფართოებული სხდომის გამართვა მოითხოვა, სადაც პოზიცია და ოპოზიცია ექსპერტებთან ერთად იმსჯელებდნენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

“ჩემი შეთავაზების გაზიარების ნაცვლად განცხადებებს ვხედავ და კობახიძეს უთქვამს, რომ არჩევნების გადადება უნდათ. კაგებეს მეთოდებით მოქმედებს “ქართული ოცნება”, როდესაც არ მოგითხოვია არჩევნების გადადება და ამას გაბრალებენ. პირიქით, ყველანაირი წესების დაცვით უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ხელისუფლება და ოპოზიციაც ვალდებულია, ხალხს აუხსნან, როგორ უნდა მოიქცნენ და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

ხალხის მოთხოვნაც ესაა - უნდათ ცვლილებები, ითხოვენ სიახლეს, რისი შემოთავაზებაც “ლელოს” შეუძლია. რეალობა არის ის, რომ დღეს 10 ადამიანიდან ერთიც კი არ აღმოჩნდება, ვინც “ქართულ ოცნებას” დაუჭერს მხარს.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია გადაინაცვლებს ოპოზიციაში,” - განაცხადა კობერიძემ.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი