უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 დეკემბერი, 2017 11:25
font-size

მას მერე, რაც ოქიტაშვილმა წყალი შემასხა, ხათუნა ხოფერია ადგა და მეცა თმებში - ეკა წამალაშვილი

ის რაც "იბერიას " ეთერში მოხდა იყო პირდაპირი გამოძახილი და გაგრძელება პარლამენტში მომხდარის, - ასე აფასებს გადაცემაში ,,ცენზურის გარეშე“ სტუმრობისას მომხდარ ინციდენტს ენმ-ს წევრი ეკა წამალაშვილი.

როგორც წამალაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, პრემიერ –მინისტრმა კვირიკაშვილმა ენმ –ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას გინებით ახალი და მძლავრი მწვანე შუქი მისცა ძალადობას ნაციონალური მოძრაობის და საერთოდ, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

ენმ-ს წევრის თქმით, ხათუნა ხოფერია ადგა, მივიდა მასთან და თმებში წვდა.

,,ოქიტაშვილზე რამის დასაწერად არ გავირჯები. ეთერში წყალი რომ შემასხა, გულწრფელად გეტყვით და გამეცინა. ხათუნა ხოფერიას სახით მე დღეს სატელევიზო სტუდიაში ვნახე მანიაკი. ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წევრზე ფიზიკური ანგარიშსწორების ვნებით შეპყრობილი ტოქსიკური მანიაკი. ის წინასწარგანზრახვით იყო მოსული, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა ენმ–ს წევრისთვის.

ამ ორი არსების სტუდიაში გამოჩენა ჩემთვის იყო სიურპრიზი, სულ სხვა ადამიანებთან სალაპარაკოდ მიმიწციეს. ოქიტაშვილთან და ხოფერიასთან ერთ სივრცეში სასაუბროდ ნამდვილად არ მივიდოდი, რატომ მოხდა ასე, ეს ტელევიზიაში ეცოდინებათ.

მივმართავ მედიას,

ნუ იწვევთ ეთერებში მოძალადე აფერისტებს, გარეწრებს. ნუ უწყოთ ხელს ძალადობის აგორებას. მათი ადგილი არაა სატელევიზო სტუდიებში. ესენი არიან უბინძურესი არსებები, დადიან ეთერიდან ეთერში ბინძური ტყუილების გასავრცელებლად და ყველაფრის საკადრებლად. დადიან საზოგადოებაზე საძალადოდ: ტყუილით, სიბინძურით.

ვიყავი პოლიციაში. ეთერის გათიშვის შემდეგ, მას მერე, როცა ოქიტაშვილმა წყალი შემასხა, ხათუნა ხოფერია ადგა, მოვიდა ჩემთან და მეცა თმებში. მანამდე ( როცა გაკაპასებულ ოქიტაშვილს მშვიდად ვიგერიებდი) ჩაილაპარაკა, რომ აუცილებლად მათრევდა თმით, რაც სერიოზულად არ მიმიღია, მაგრამ რაზეც რეაქცია მქონდა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126 –ე მუხლით. ოქიტაშვილსაც მოუწევს სასამართლოში დამტკიცება, რომ ვარ მკვლელი:)
მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის<3

ჩვენ აუცილებლად შევაჩერებთ სიბნელეს. ძალადობას და საშინელებას, რისი გენერატორიც ბიძინა ივანიშვილი და მისი "ოცნებაა"“, - წერს ეკა წამალაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

როსტომ ჩხეიძე: ერთი ყალბისმქნელები შეიცვალნენ მეორე ყალბისმქნელებით

25 მაისი, 2019 , 22:58

მწერალი როსტომ ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს: „მთელი საბჭოთა ეპოქის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გვაზეიმეს 25 თებერვალს, ნაცვლად 26 მაისისა. მთელი პოსტსაბჭოთა ეპოქის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდე

ნიკა გვარამიამ ნიჟარაძის მხარეს `რუსთავი2`-ის საგადასახადო დავალიანების დაფარვის პოლიტიკა გააცნო

25 მაისი, 2019 , 20:18

„რუსთავი2“ -ის ოფისში მიმდინარე პარტნიორთა კრება, რომელიც არხის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის - ნინო ნიჟარაძის, მოთხოვნით ჩაინიშნა, სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. კრებაზე 3 საკითხი განიხილაეს, მათ შორის, ნიჟა

`რუსთავი2`-მა აუდიტორულ კომპანიასთან კომუნიკაციის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა განსაზღვრა

25 მაისი, 2019 , 20:05

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ოფისში პარტნიორთა კრება გაიმართა. მომდევნო შეხვედრა 29 ივნისს შედგება. რუსთავი2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანიის ფინანსური დოკ

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აუქციონის გზით წილების გასხვისების ინიციატივა განიხილეს

25 მაისი, 2019 , 19:49

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ახალი საკანონმდებლო წინადადებით, იურიდიული პირის - შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოსა და კომანდიტური საზოგადოების წილებზე საკუთრების უფლების შეძენა, შესაძლოა, მხოლოდ აუქ

მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა

25 მაისი, 2019 , 18:03

მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა. მატარებელმა წვიმის დროს დიდუბის სადგურზე გამოიარა. მეტროს ახალმა მოდერნიზებულმა ვაგონებმა წვიმას ვერ გაუძლო და წყალი ჩამოვიდა. კურიერის ინფორმაციით, ვაგონში წყალი ყველა მხრიდან ჩამოვ

თბილისში სეტყვაა მოსალოდნელი - ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი

25 მაისი, 2019 , 17:25

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ცნობით, თბილისში მოსალოდნელია სეტყვა. ამის შესახებ ცენტრის „ფეისბუქის“ გვერდზე არის აღნიშნული. ამასთან, ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმ