უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 იანვარი, 2019 17:50
font-size

„მასე მიამიტი გგონიათ ოცნების ლიდერი? გამოცდილი ჰყავს ყველა“

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი მოსამართლეთა ე.წ. შავ სიას და ამ თემის გარშემო განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქ" პოსტით ეხმაურება:

"მე მართლა ვერ გავიგე რა პრეტენზია გაქვთ ამ ე. წ. ქოცებს მოსამართლეთა სიასთან? აბა რა გინდათ: უპატრონო ეკლესიას რა მოსდის და ვინ ეპატრონება არ იცით? თუ არ იქნება სასამართლო ვინც ჯერ არს იმის კონტროლს ქვეშ, გააკონტროლებენ ნაცები, ან კიდევ უარესი, საერთოდ არავინ არ გააკონტროლებს და მაგათი სინდის-ნამუსის იმედად უნდა ვიყოთ. მასე რომ მიუშვეს თავიდან, იმიტომ გაამართლეს რვაჯერ ბაჩო ახალაია! ახლა გინდათ ნაცების საჩივრები დააკმაყოფილოს სასამართლომ? თუ იმის ეჭვი გაქვთ, რომ ჩანერგილები არიან მაგნები და სინამდვილეში ნაცებს მოემსახურებიან, მასე მიამიტი გგონიათ ოცნების ლიდერი? გამოცდილი ჰყავს ყველა: ზოგი რუსთავი-2-ის საქმეში, ზოგი კაბელების საქმეში, ზოგი სად და ზოგი სად. აბა, სად ეძებოს ახლა ახალი მომსახურე პერსონალი? რომ მოიყვანოს ვინმე სხვა და მერე მოღალატე გამოდგეს კვირიკაშვილივით, რა ქნას? ჰოდა, აგერ არიან გამზადებული კადრები და იყენებს. არა ბიჭო, მურუსიძის თვალები მოსწონს და ჩინჩალაძის ხმის ტემბრი! ხომ გინდათ ნაცები რომ ჩაყარონ ციხეში? ჰოდა კანონიერად თუ ვერ ყრიან, უკანონოდ ვინ უნდა ჩაყაროს? სწორია, ამათ! შერცხვებათ კანონის გვერდის ავლის თუ რა? აი, ასეთი ვერაგულად ბრძნულ ჩანაფიქრს აქვს ადგილი ნაცებითა ნაცებისა დათრგუნვის ამბავში! ასე რომ მორჩით ახლა ვაებას. რაის დამოუკიდებელი სასამართლო? როგორც აქამდე გეკიდათ, დაიკიდეთ ისევლე,"- დაწერა ზურაბიშვილი

მე კალაძეს ვურჩევდი, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან, ნუ მეზომება, ნუ მეტოლება - გიგი უგულავა

23 იანვარი, 2019 , 12:55

კახა კალაძე, რიჟა (გიორგი კაპანაძე) არიან ერთი თავის ორი ფეხი. ისინი დღეს საზოგადოებას ატყუებენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

სპეკულაცია, თითქოს ევროკავშირის დაფინანსებაზე დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა, მორიგი უსაფუძვლო მცდელობაა, დისკრედიტებულ იქნას ევროკავშირთან თანამშრომლობის უპრეცედენტო დონე - ირაკლი ჩიქოვანი

23 იანვარი, 2019 , 10:50

სპეკულაცია, თითქოს ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებაზე დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა, წარმოადგენს მორიგ უსაფუძვლო მცდელობას, დისკრედიტებულ იქნას საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული თანამშრომლობის უპრეცედენტო დო

„ისევ უნდა ჩაწვნენ სისტემის ჯურღმულბში და ჩუმად აკეთონ იგივე რასაც აქამდე აკეთებდნენ“

22 იანვარი, 2019 , 14:36

“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატების მიერ თვითაცილების მოთხოვნას, სოციალურ ქსელში ეხმაურება: “მოკლედ ვეცდები ჩემი აზრი ვთქვა, მოსამართლეთა კოლექტიურ წერილზე. 1. მო

რაც მოხდა, მართლაც ამაზრზენი იყო - კახა კალაძე ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ ჩხუბის ფაქტზე

22 იანვარი, 2019 , 14:03

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარი ჩხუბის ფაქტი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. „ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ვინც საღად მოაზროვნეა, ე

„ჩვენ ასე მოვტყუვდით ერთხელ როდესაც შოთაძე გადავაყენეთ და უარესი შოთაძე მივიღეთ“

22 იანვარი, 2019 , 13:40

უზენაესი მოსამართლეების კანდიდატების მხრიდან თვითაცილებას ეხმაურება ალეკო ელისაშვილი.  „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ამ პროცესის ლოგიკურ დასასრულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას მიიჩნევს. &bdquo

შესაძლოა, რეალობა მალე ისეთი იყოს, თავიანთი ოჯახის წევრების გარდა, სასამართლოში აღარავინ შეუშვან - გედევან ფოფხაძე

22 იანვარი, 2019 , 10:35

შესაძლოა, რეალობა მალე ისეთი იყოს, თავიანთი ოჯახის წევრების გარდა, სასამართლოში აღარავინ შეუშვან და სასამართლო ერთი ჯგუფის კერძო კანტორად ჩამოყალიბდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`