უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივლისი, 2019 13:15
font-size

მაშველებმა რაჭაში ტურისტების ჯგუფი გადაარჩინეს

მაშველებმა რაჭაში ტურისტების ჯგუფი - ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ონში, სოფელ გლოლასთან, ქვის მასისა და ხეების ჩამოშლის შედეგად, გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც უცხოელი ტურისტების ჯგუფი გზის მეორე მხარეს ჩარჩა და გადაადგილების გაგრძელებას ვერ ახერხებდა. შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოს მაშველები. რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, მაშველებმა ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

მეორე მხარეს ამ დრომდე, საკუთარი სურვილით, მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 პიროვნება და 2 ავტომანქანა, რომლითაც ტურისტები გადაადგილდებოდნენ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს აღარ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად, ადგილზე მობილიზებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზის გაწმენდითი სამუშაობები ამ დრომდე ვერ ხერხდება. გაწმენდითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.

ჭავჭავაძის გამზირზე ამორტიზირებული გაზსადენის შეცვლა დაიწყეს

15 ივლისი, 2019 , 17:30

„გაზგამანაწილებელმა“ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში 1960 წელს აშენებული ფოლადის მილსადენის შეცვლა დაიწყო. როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ჭავჭავაძის

დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - შსს

15 ივლისი, 2019 , 17:30

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - ინფორამიცას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადასტურებენ. ჯერ უცნობია, კონკრეტულად ვინ მონაწილეობს

გარიგებებს თვალთმაქცობის ნიშნები აქვს და ხშირად კორუფციაზე მიუთითებს – ანა დოლიძე

15 ივლისი, 2019 , 16:20

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი დღეს პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს, ასევე „შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელ დავით უსუფაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას უმრავლესობის

მესამე თვეა უდაბნოს ტაძარი დაკეტილია. ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება, ასეთი ვითარება იქნება - მორჩილი ზაზა

15 ივლისი, 2019 , 15:30

უდაბნოს მონასტერი არის ჩვენს მხარეს. ასე, რომ ეს არის მონასტრის ძალით დაკავება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მორჩილმა ზაზამ დავით გარეჯში განუცხადა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის დავით გარეჯში სიმშვიდეა, თუმცა გუში

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო

15 ივლისი, 2019 , 15:30

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო. 5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე – სტატისტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლე

პრემიერ-მინისტრი თბილისში განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო

15 ივლისი, 2019 , 15:30

თბილისში განათლების ახალი ქალაქის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება, - დიდი დიღმის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს