უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 სექტემბერი, 2020 17:25
font-size

მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს 55 წელი შეუსრულდა, 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო - დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მეხანძრე - მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო, რადგან ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფესიის მოთხოვნებს.

მისივე განცხადებით, 55 წლის ასაკის ადამიანებს პენსიაში უშვებენ, მაგრამ ძალოვნებისთვის კუთვნილი პენსიის გარეშე.

“ ზაურ გოგიაშვილი 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო. მიზეზი ისაა, რომ როგორც მეხანძრე - მაშველი, ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფესიის მოთხოვნებს. ეს გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანებს, ვისაც 23-25 წელი აქვთ ნამსახურები მეხანძრე - მაშველად და პენსიამდე კიდევ 10 წელი რჩებათ, დღეს, ახალი სამსახურის დაწყების პერსპექტივის, ელემენტალური საარსებო მინიმუმის გარეშე და ბანკების ვალებით აბსოლუტურად ბედია ანაბარა აღმოჩნდნენ დატოვებული.

საქმე კი იმაშია, რომ 2008-2019 წლებში სამაშველო და სახანძრო სამსახურები გადაცემული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში. 2019 წელს ისევ დაუბრუნდნენ შსს სტრუქტურა, რის გამოც 55 წლის ასაკის ადამიანებს პენსიაში უშვებენ, მაგრამ ძალოვნებისთვის კუთვნილი პენსიის გარეშე! ანუ, გამოდის, რომ სახელმწიფო მათ უბრალოდ პარავს საკუთარი ნამოღვაწარის 11 წელს, რადგან ამ ადამიანებს ეს პერიოდი არ ეთვლებათ, როგორც გასამხედროებული სამსახური 20 წლის სტაჟის პირობებში. ამ ყველაფერს კი, შესაბამის სტრუქტურებში უბრალოდ არ იმჩნევენ, ან შეგნებულად ხუჭავენ თვალს“, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

თავად ზაურ გოგიაშვილის განცხადებით კი, მის უკან ათეულობით ადამიანი დგას, რომელთაგან ზოგი ხმას ვერ იღებს, რადგან ეშინიათ, ზოგის ოჯახის წევრები კი, სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ და მათაც ასევე ეშინიათ, რომ ისინიც უმუშევრები არ დარჩნენ.

ზაურ გოგიაშვილის განცხადებით, სახანძრო მანქანების დიდი ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია და ხშირად უწევთ შეკეთება, სპეციალური ტანისამოსი ორ წელზე მეტია არ გამოუცვლიათ, საკვებად კი ყოველდღიურ რაციონში შედის ორი კონსერვი, ჩაი და შაქარი და ეს ყველაფერი პურის გარეშე.

`ლელო` დღევანდელ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

არჩევნების მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებზე „ლელოს“ ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგი გამართეს. “ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი

ავღანეთში, ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობ

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება ზოგადი დარღვევა. კერძოდ, არ ხდება რეგისტრატორთან ამომრჩევლების იდენტიფიცირება. რეგისტრატორები ხშირად არ ითხოვენ პირბადის მოხსნას,- ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორ

პისტოლეტით შეირაღებული დემოსტრაციულად გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი - ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების ნაწილი უკვე დადასტურდა. როგ

10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 8.33% - საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ

31 ოქტომბერი, 2020 , 12:23

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფ

საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

31 ოქტომბერი, 2020 , 12:10

საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარდაცვლილთაგან 10 ადამიანი თბილის