უკან

მოზაიკა

8 მაისი, 2019 16:19
font-size

მასტერ მაზერატის მართვის კურსები, ადამიჩის პილოტების გუნდთან ერთად 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

მასტერ მაზერატის მართვის კურსები დაიწყო. წლის განმავლობაში, იტალიაში ვარანო დე’ მელეგარის ტრასაზე 7 ნოემბრის ჩათვლით, 11 ღონისძიება გაიმართება.

2019 წელს, სამკაპის სახლი, ადამიჩის პილოტებთან პარტნიორობით მასტერ მაზერატის კურსების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.

1999 წლის გაზაფხულზე დაიწყო მასტერ მაზერატის პროექტი, 2 დღიანი მასტერ GT კურსით, ვარანო დე’ მელეგარის ტრეკზე, რომელსაც 12 მომხმარებელი დაესწრო. სარბოლო სპორტის დიდი ქომაგის და უწინ ფორმულა 1 პილოტის ადრეა დე ადამიჩის ხელმძღვანელობით, მან და თავისი გუნდის წევრებმა აითვისეს მძლავრი 3200 GT კუპეს საჭე, აქტივობების სერიისთვის რომელიც წარმოადგენდა კომბინაციას სპეციფიკური ტრეკის სავარჯიშოებისა, ისეთი შესაძლებლობით რომ მოეხდინათ შესრულების ანალიზი და მრბოლელებისთვის მიეცათ,მ მართვის დროს დაშვებულ შეცდომებზე სწორი მითითებები.

კურსების ერთ-ერთი პირველი ინსტუქტორი იყო ფორმულა 1 ყოფილი პილოტი ივან კაპელი, ახლა უკვე ACI მილანის (იტალიის საავტომობილო კლუბი) პრეზიდენტი.

იმ დროიდან უკვე ჩატარდა 500 მასტერ მაზერატის მართვის კურსი, ტრეკზე 700-ზე მეტი გატარებული დღით. კურსების არსებობის ოცი წლის ისტორიაში, 7,000-ზე მეტმა მომხმარებელმა და ენთუზიასტმა, 50 სხვადასხვა ქვეყნიდან, გამოსცადა მაზერატის სხვადასხვა მოდელები მართვაში.

1999 წლიდან დღემდე, კურსებისთვის გამოყენებულ იქნა მაზერატის თითქმის 30 სხვადახვა მოდელი. მონაწილეებს ყოველთვის ქონდათ საშუალება ემართათ ბრენდის წამყვანი მოდელი კვატროპორტე და 2014 წლიდან კი გიბლის სპორტული სედანი. 1998 წლიდან ბრენდის სპორტული ხასიათის წარმომადგენელი 3200 GT, 2008 წლიდან ჩანაცვლებულ იქნა გრანტურიზმოთი თავისი სხვადასხვა კონფიგურაციებით.

დღეს მოდელი GranTurismo MC GT4 არის საკვანძო მოდელი „რბოლის“ და „ჩემპიონატი“- სთვის, განკუთვნილი იმ მომხმარებლებისთვისა და ენთუზიაზისტებისთვის, ვისაც უყვარს ამგვარი სპორტული ავტომობილები.

2016 წლიდან საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონდე ბრენდის ახალი მოდელი, ლევანტე - ქროსოვერების შეუერთდა კურსებს, კომბინირებული ფორმატით როგორც სარბოლო ტრასაზე ისე გაუვალ გზებზე მართვის გამოცდილებით. აღნიშნული გამოცდილების დანერგვისთვის, შეიქმნა 11 კილომეტრიანი გაუვალი გზა , ბუნებრივ ნაკრძალში სარბოლო ტრასის მიმდებარედ. ბუნებრივად შექმნილი და ასევე ხელოვნურად დამზადებული წინაღობებით, იმისათვის რომ ლევანტეს საჭედან უკეთესად შეძლოს მძღოლმა ‘off-road“ მართვის საიდუმლოებების გაგება.

2019 წლისთვის მასტერ მაზერატის მართვის კურსები გთავაზობთ არანაკლებ ხუთი სახეობის სხვადასხვა ფორმატის ამაღელვებელ გამოცდილებას, სამკაპის სახლის ავტომობილებით.

ოთხი ტიპის კურსი, ვარანო დე მელეგარიში , „რიკარდო პალეტის“ (“Riccardo Paletti”) ტრეკზე, მაზერატის Quattroporte, Ghibli, GranTurismo, GranCabrio და Levante მოდელებით.

კიდევ ერთი კურსი სპეციალურად გამიზნულია კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ გუნდის ერთობლივი მუშაობისდა სულისკვეთების გაუმჯობესება და ამასთან ის შესაძლებლობა რომ თითეოულმა ინდივიდუალურად მიიღოს მასტერ მაზერატის მართვის კურსებით სიამოვნება.

კურსი ხელმისაწვდომია ყველა მაზერატის საყაროს ენთუზიაზისტითსთვის - არა მარტო მათთვის ვინც უკვე ფლობს მაზერატის, არამედ დამწყები პოტენციური მფლობელებისთვის. კურსები ტარდება იტალიაში, ქალაქ პარმა-დან 20 კმ მოშორებით ვარანო დე მელეგარიში. (@ Varano de’ Melegari - “Autodromo Riccardo Paletti” ). 2,3 კილომეტრიანი სარბოლო ტრასა ბოლომდე ტესტავს მძღოლის უნარებს და თან ერთვის წარმოსადეგ ტექნიკურ მახასიათებლებს, უმაღლესი ხარისხის პროფესიონალური აღჭურვილობით.

პილოტ ადამიჩის გუნდი იყო პარტნიორი და კოორდინატორი მასტერ მაზერატის მართვის კურსებისა 1999 წლიდან. ეს კავშირი დღეს ყველა დროსთან შედარებით ძლიერი და მჭირდოა, რაც საშუალებას იძლევა დასაბამიდან დღემდე კურსების მეთოდები და ფორმატი სრულყოფილებისკენ განვითარდეს.

მაზერატის კლასიკურ კურსებთან ერთად (რომელიც ვარანო დე მელეგარიში იმართება) მაზერატი ამ წლების განმავლობაში თავის მომხმარებლებს სთავაზობდა სხვადასხვა ფორმატის აქტივობებს სხვადასხვა ლოკაციებზე, როგორიც არის: Master Maserati Ice & Snow at Cortina d’Ampezzo , St Moritz შევიცარიაში და Arjeplog შვედეთში (დაახლოებით 7 კილომეტრის მოშორებით არქტიკული რგოლიდან). ეს კურსები, მონაწილეებს საშუალებას აძლევს დახვეწონ მართვის უნარები და აღფრთოვანდნენ მაზერატის ავტომობილების წარმოსადეგი შესრულებით ექსტრემალურ მოცურებად ზედაპირზე.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგძლიათ ეწვიოთ მაზერატის ვებ-გვერდს: www.mastermaserati.com

“ომეგა მოტორსში” BMW ახალი X5 და პირველი X7 მოდელების პრემიერა გაიმართა

18 ივნისი, 2019 , 10:25

“ომეგა მოტორსი” 2019 წელს, დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. სიუბილეო თარიღის ფარგლებში, 14 ივნისს, თბილისში, კომპანიის სადილერო ცენტრში, BMW X7 და BMW X5 პრემიერა გაიმართა. საღამოს ესწრებოდნენ ქართველი

სწრაფი სესხები

14 ივნისი, 2019 , 14:07

სწრაფი ონლაინ სესხები ქართულ ფინანსულ ბაზარზე საკმაოდ ახალი პროდუქტია, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს სასურველი თანხა სახლიდან გაუსვლელად, ძალიან სწრაფად და დღისა თუ კვ

დედა დათვი ბელებით ფშავში

14 ივნისი, 2019 , 11:02

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი „ფეისბუქში“ ავრცელებს დათვისა და ბელების ვიდეოს, რომელიც ფშავის უბანშია გადაღებული. „დედა დათვი ბელებით – გადადიან ყირაზე და უკანა თათებზე დგებიან პატარა ბ

როგორ შევარჩიოთ აუზი აგარაკისთვის - გასაბერი თუ კარკასული?

12 ივნისი, 2019 , 11:17

ზაფხული დადგა, ტემპერატურამ იმატა და მოსახლეობის უმრავლესობა დასასვენებლად აგარაკებისა და სოფლებისკენ გაემართა. სიცხესთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება  წყალია. როდესაც ქალაქის ცხელი ჰავისგან დაღლილს გინდა

“ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” - ქართული კინო შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე

10 ივნისი, 2019 , 15:10

15-25 ივნისს აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის – დიტო ცინცაძის ფ

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა

10 ივნისი, 2019 , 15:10

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დღეს და ხვალ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლ