უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ნოემბერი, 2016 16:35
font-size

მასწავლებელთა საგნობრივი გაერთიანებებისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა საგნობრივი გაერთიანებებისთვის/ასოციაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია პროფესიული განვითარების სფეროში მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაციების/გაერთიანებების ჩართვა და ამ პროცესში მათი აქტივობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს გარე აქტორების გაძლიერებას და შექმნის პირობებს ცენტრის სერვისების ეტაპობრივი ეცენტრალიზაციისთვის, _ აცნობეს მედიანიუსს მასწავლებელთა სახლიდან.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთა გაერთიანებებს, რომლებსაც აქვთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი.

კონკურსის მიზნიდან გამომდინარე, გრანტის მიღების შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა გადაჭრას შემდეგი ამოცანები: დაგეგმოს და ჩაატაროს შესაბამისი საგნის, ან საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან სტანდარტების საჯარო განხილვები, ფოკუს-ჯგუფები და მოამზადოს შესაბამისი ანგარიში; განახორციელოს სამაგიდო კვლევა, რომელიც მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი საგნობრივი სტანდარტისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის შედარებით ანალიზს; საბოლოო ანგარიშში ასახოს კვლევის მეთოდოლოგია, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საგნობრივმა ასოციაციამ/გაერთიანებამ შევსებული საპროექტო განაცხადი უნდა წარმოადგინოს 5 დეკემბრის ჩათვლით, ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ელექტრონული განაცხადის შევსებული ფორმის სახით ელექტრონულ ფოსტაზე info@tpdc.ge
პროექტისათვის ცენტრიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 7000 ლარს.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი