უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 დეკემბერი, 2019 11:59
font-size

მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დადასტურების სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დადასტურების სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო. როგორც „მედიანიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, სააპელაციო განაცხადების მიღება 9 დეკემბრის 10:00 საათიდან 11 დეკემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მათივე ცნობით, საგნის გამოცდასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებასთან დაკავშირებული სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge იქნება შესაძლებელი.

ამასთან, სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი საგნის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში - გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.

როგორ დაიწყო დაპირისპირება საკრებულოში? (ვიდეო)

24 იანვარი, 2020 , 16:45

ტვ პირველი კადრებს ავრცელებს, როგორ დაიწყო დაპირისპირება საკრებულოში – მაგრები ხართ ბიჭო, ერთ კაცს დამესიეთ?