უკან

საზოგადოება

31 მარტი, 2020 17:25
font-size

მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის დავალებების ტელეფონით მიცემის ვალდებულება დაეკისრათ

სკოლის მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის დავალებების ტელეფონით მიცემის ვალდებულება დაეკისრათ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 205-ე დადგენილებაშია აღნიშნული.

დადგენილების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე „ტელესკოლაში“ ტექნიკური პრობლემების გამო არ ან ვერ შეძლებს ჩართვას და სკოლის მიერ შეთავაზებული სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ონლაინსწავლების პროცესში მონაწილეობის მიღებას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მოსწავლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებების მიცემა, კონსულტირება, მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციის ფორმით.

მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს.

„საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესი განხორციელდეს შემდეგი წესით:
სასწავლო პროცესი წარიმართოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის – განათლების მიერ შექმნილი „ტელესკოლის“ დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით.

თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დადგენილი დისტანციური/ელექტრონული ფორმით მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდება „ტელესკოლის“ ან/და ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია, დამრიგებელი, საგნის მასწავლებელი ვალდებულნი არიან, მოსწავლეს/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდონ ინფორმაცია „ტელესკოლის“, ასევე ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე „ტელესკოლაში“ ტექნიკური პრობლემების გამო არ/ვერ შეძლებს ჩართვას ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ონლაინსწავლების პროცესში მონაწილეობის მიღებას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მოსწავლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებების მიცემა, კონსულტირება. ამ მიზნის მისაღწევად საგნის მასწავლებელი იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციას. მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელთან, საგნის მასწავლებელსა და სკოლის სხვა სპეციალისტებთან“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულნი არიან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, სისტემატური კომუნიკაციის ფარგლებში, რეკომენდაცია გაუწიონ სახლის პირობებში მეცადინეობის, საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსების გამოყენების შესახებ და მიიღონ უკუკავშირი.

„სამინისტროს სისტემაში არსებული რესურსსკოლები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახორციელებენ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესს, ვალდებულნი არიან, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მისცენ სახლის პირობებში მოსწავლესთან მუშაობის რეკომენდაციები და მიიღონ უკუკავშირი“, - ნათქვამია დადგენილებაში.

ამასთან, დადგენილების თანახმად, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი/ექთანი, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, რეგულარულად უზრუნველყოფს კომუნიკაციას დამრიგებლებთან.

„მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს მკურნალობის პროცესის მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან მოსწავლის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართებაზე და ამის შესახებ აცნობებს სკოლის დირექტორს“, - აღნიშნულია დადგენილებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

მთავრობის დადგენილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

29 მაისი, 2020 , 11:47

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მე-12 კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. როგორც „მედიანიუს

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

29 მაისი, 2020 , 11:14

საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. მათ შორის მუშაობს თბილისის მეტროც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმუშავებს. ტრანსპორტში სა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს აახლებს

29 მაისი, 2020 , 10:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, 1 ივნისიდან, საქართველოს მასშტაბით, ჩOVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

29 მაისი, 2020 , 10:46

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 746 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

ეროვნული ბანკი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ტესტირებისთვის რეგულირების ლაბორატორიას ქმნის

28 მაისი, 2020 , 17:07

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობისა და მოხერხებულობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.  საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მხარდა

საქართველოს მთავრობა 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4 პროცენტს ყველა იმ კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 13:50

რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართეთ ძალისხმევა სამშენებლო სექტორის მიმართ და ის პროგრამა, რომლის პრეზენტაციასაც დღეს იქნება, არის აბსოლუტურად რეალისტური და კონკრეტული. ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე პუნქტს ამ პროგრამიდან: საქართველ