საზოგადოება


მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 26 600 - ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა
რეგისტრაციისათვის განკუთვნილი დრო პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის 17 სექტემბერს დასრულდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირდა 26 600 - ზე მეტი აპლიკანტი.
მათივე ცნობით, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის რეგისტრაცია 10 სექტემბრიდან დაიწყო და 17 სექტემბერს დასრულდა. რეგისტრაცია მიმდინარეობდა მხოლოდ ელექტრონულად ვეგბგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.
„2019 წელს პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უკვე მეორედ მიეცათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა.
პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია, პრაქტიკოს მასწავლებელს კი უფლება აქვს დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები. საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება.
პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები (ანუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება) აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს“, - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი
24 იანვარი, 2021 , 11:11

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
24 იანვარი, 2021 , 11:05

ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
24 იანვარი, 2021 , 10:52
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35
სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
23 იანვარი, 2021 , 15:00