უახლესი ამბები
- 13.04.2021 13:34ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 13.04.2021 13:27მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა
- 13.04.2021 12:07სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
- 13.04.2021 11:37იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.3 პროცენტით შემცირდა
- 13.04.2021 11:21სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- 13.04.2021 11:18რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს
- 13.04.2021 11:13მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
- 13.04.2021 10:59კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116
- 13.04.2021 10:49საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- 13.04.2021 10:42ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
არქივი
პოლიტიკა


მათ, სამწუხაროდ, ახლა გაიგეს, რომ 150 ათასი ბავშვი შიმშილობს ქვეყანაში - გიორგი ვაშაძე პრემიერის ინიციატივაზე
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებასთან დაკავშირებით.
ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლებამ მხოლოდ ახლა გაიგო, რომ ქვეყანაში 150 000 ბავშვი შიმშილობს.
„პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მხრიდან ინფორმაცია გავრცელდა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვები ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ. როგორც ჩანს, მათ, სამწუხაროდ, ახლა გაიგეს, რომ 150 ათასი ბავშვი შიმშილობს ქვეყანაში და ბიუჯეტში, თურმე შესაძლებლობა ყოფილა, რომ მათ მეტი დახმარება მივცეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტში შეტანილ ბიუჯეტის პროექტში აღნიშნული საკითხები გათვალისწინებული არ არის.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბიუჯეტის პროექტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიტანა, არცერთი ეს ინიციატივა გათვალისწინებული არ არის. მაშინ რა ხდება, რატომ აკეთებს ახლა ამ ყველაფერს და რატომ ამბობს ახლა ამ ყველაფერს „ქართული ოცნება“?! იმიტომ, რომ ამას ერთადერთი მიზეზი აქვს - მათ ეშინიათ სკამების დაკარგვის. ჩვენსა და მათ შორის განსხვავება სწორედ ეს არი. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რა მომავალი აქვს საქართველოს, გვტკივა ის პრობლემები, რაც ხალხს აქვს და ამ საკითხებს ჩვენ წლების განმავლობაში ვაყენებდით. მათ კი , ამ საკითხებზე ზრუნვა დაიწყეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაინახეს, რომ სკამებს, თანამდებობებს დაკარგავენ.
კიდევ ერთი კითხვა მაქვს, სად მიდიოდა მთელი ეს ფული, თუ ამის შესაძლებლობა ბიუჯეტში იყო?! მიდიოდა იმ კორუფციულ სქემებში, რომელსაც ისინი აწყობდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ მიეხედათ ხალხის პრობლემებისთვის, ისინი ფიქრობდნენ სასახლეების აშენებასა და საკუთარი ჯიბის გასქელებაზე. ეს მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს მივაღწევთ მეორე ტურამდე და მეორე ტურში, როცა გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, არა მხოლოდ ამ პროექტებს, არამედ ბევრ სხვა პროექტსაც დავიწყებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა
13 აპრილი, 2021 , 15:40

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
12 აპრილი, 2021 , 17:15

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე
12 აპრილი, 2021 , 16:35
მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი
12 აპრილი, 2021 , 15:30

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი
12 აპრილი, 2021 , 15:30