უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 თებერვალი, 2020 17:20
font-size

მატყუარა ხელისუფლებას რა ელოდება არჩევნებზე, ამას ვნახავთ - რომან გოცირიძე

“ყველამ დავინახეთ, რომ „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი - ტყუილი - ყოველ ნაბიჯზე გამოიყენება,” - ამბობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია მმართველი გუნდისგან ახალ შეთავაზებას ელოდება. თუმცა, დარწმუნებულია, „ქართული ოცნება“ „დროის გაყვანის“ ტაქტიკას მიმართავს.

„დიდი ხანია ვამბობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არცერთი რეალისტური წინადადება არ შემოუთავაზებია. 100/50-ზეც კი კუდმიბმული იყო 2024 წელს პროპორციული არჩევნების გაუქმებასთან და ახლა რაღაცის შემოთავაზებას აპირებენ. ველოდებით.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, ან როგორც კომპრომისი - პროპორციულთან მიახლოებული შერეული სისტემით. ასევე, განთავისუფლდნენ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პოლიტპატიმრები.

ველოდებით, რა წინადადებას შემოგვთავაზებენ. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ კვლავ დროის გაყვანის ტაქტიკას მიმართავენ.

მათი სურვილია, როგორმე საპროტესტო მუხტი ჩააქრონ და როგორმე მოატყუონ ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები.

ყველამ დავინახეთ, რომ „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი - ტყუილი - ყოველ ნაბიჯზე გამოიყენება. ახლაც ასე იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გონივრული შემოთავაზება, „ქართული ოცნება“ აღმოჩნდება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო იზოლაციაში.

მატყუარა ხელისუფლებას რა ელოდება არჩევნებზე, ამას ვნახავთ. არჩევნებზე მივლენ ჩამოშლილები, პროტესტისა და საშინაო თუ საგარეო ზეწოლის ფონზე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საერთაშორისო პარტრნიორები და დონორი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ

9 აპრილი, 2020 , 16:53

საერთაშორისო პარტნიორები და დონორი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ. წერილის ავტორები აცხადებენ, რომ პარტნიორებთან ერთად, ჯგუფურად საქართველოს სწრაფი მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარებ

დავით ჭიჭინაძე გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს

9 აპრილი, 2020 , 15:55

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს. როგორც ჭიჭინაძე საკუთარ წერილში აღნიშნავს, ამ დროისთვის ქვეყანაში 5 მნიშნველოვანი პრობ

გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

7 აპრილი, 2020 , 15:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალ

პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

6 აპრილი, 2020 , 19:56

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ონლაინ-შეხვედრაზე კოვიდ19

ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

3 აპრილი, 2020 , 12:20

ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ მიმართვას, რომლის ადრესატებიც აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვით

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`