უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 თებერვალი, 2019 13:35
font-size

მატროსოვიდან გამოგზავნილი წერილი - რას წერს დეკანოზი პატრიარქის ოჯახის ბიზნესის შესახებ

“ჩემი ძმა ისჯება იმისთვის, რაც მან იცის”, – ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ტელეკომპანია “რუსთავი2“ - ის ეთერში განაცხადა.

როგორც თორნიკე მამალაძე ამბობს, მისი ძმის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილის ნაწილი, რომლის შინაარსი საიდუმლოა,საეკლესიო ბიზნესს ეხება. მისი განცხადებით, გზავნილში საუბარია პატრიარქის ოჯახის წევრებზე, კონკრეტულად კი დაზე.

“ამ წერილში, როგორც ვიცი, საუბარია პატრიარქის ოჯახის წევრზე – დაზე, რომელიც ფლობს ბიზნესებს, საეკლესიო ხატებისა და სანთლების. როდესაც ჩემი ძმა თავისუფალი იყო, პატრიარქთან არაერთხელ ჰქონია საუბარი ამ თემაზე, რაზეც პატრიარქი ძალიან გაბრაზდა. ჩემმა ძმამ დაიწყო ამ ბიზნესების გარკვევა და შეეხო პატრიარქის ოჯახს, თუმცა დეტალებს არ მოვყვები, რადგან ბოლომდე მეც არ ვარ გარკვეული, თუმცა ჩემი ძმა ისჯება იმისთვის, რაც მან იცის”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მატროსოვის ციხიდან წერილი გაუგზავნა 4 სასულიერო პირს: მეუფე პეტრეს, მეუფე ანდრიას, მეუფე დიმიტრისა და მეუფე დავით ალავერდელს.

შეგახსენებთ - დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. 2017 წლის 5 სექტემბერს , თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის პირველ აგვისტოს კი უზენაესმა მამალძის ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რითაც სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი