პოლიტიკა


მაცნობეს, რომ მიმდინარეობდა ჩემს ტელეფონზე ფარული მიყურადება და ჩაწერა - ნიკა გვარამია
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მას ის მასალები გააცნეს, რომელიც ეხებოდა 2015 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. ამის შესახებ გვარამიამ მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც გვარამიას საგამოძიებო უწყებაში აცნობეს, მისი ტელეფონი ფარულად ისმინებოდა.
„საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნა შესრულდა. მაცნობეს, რომ მიმდინარეობდა ჩემს ტელეფონზე ფარული მიყურადება და ჩაწერა, არაფერი საინტერესო არ იყო აღმოჩენილი და ეს შემატყობინეს, რადგან საპროცესო კანონმდებლობა მოითხოვს, ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ამ შეტყობინების გაკეთებას. საქმის მასალები ძალიან დიდია, ამიტომ გაცნობა არც გვიცდია, გავეცანით იმას, რაც ჩემთვის საინტერესო იყო, კერძოდ, განჩინებასა და გარკვეულ მასალებს“, - უთხრა გვარამიამ ჟურნალისტებს.
გვარამიამ არ გამორიცხა, რომ საქმიდან გამომდინარე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდეს. ის ვარაუდობს, რომ ამის საფუძველზე სააკაშვილის ექსტრადირება შეიძლება მოხდეს.
„გამოძიება მიმდინარეობს, როგორც ამიხსნეს და რას დაადგენს გამოძიება, ამას მე ვერ გეტყვით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის მთავარი ფიგურანტი არის მიხეილ სააკაშვილი, ის საქმეები, რომელიც აქ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს და არის ეკონომიკური ხასიათის, ამის საფუძველზე უკრაინიდან მისი ექსტრადიცია არის შეუძლებელი. არ არის გამორიცხული, რომ მას ბრალი წარუდგინონ ისეთი ტიპის ანუ მძიმე ბრალდებისთვის, რაც უკრაინის ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას, რომ სააკაშვილის ექსტრადაცია მოახდინოს. ეს არის ჩემი ვარაუდი“, - თქვა გვარამიამ.
შეგახსენებთ, 2015 წლის 29 ოქტომბერს ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე გავრცელდა სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ესაუბრებოდა გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის საქმეზე. საუბარი ეხებოდა „რუსთავი 2“-ის დაცვას, მათ შორის, ბარიკადების მოწყობითა და „ბოევიკების“ ჩართვით.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთადერთი გზა დაგვრჩა: შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის - პრეზიდენტი
9 აპრილი, 2021 , 15:11

ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა შეთანხმება მოხდეს - არჩილ თალაკვაძე
9 აპრილი, 2021 , 14:15
სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 14:15
მომავალ კვირას დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - გიორგი ვაშაძე
8 აპრილი, 2021 , 20:15

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შეზღუდვებს
8 აპრილი, 2021 , 17:00

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს ხვალ წარუდგენს
8 აპრილი, 2021 , 16:30