უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 იანვარი, 2018 11:55
font-size

„მაუწყებლის შესახებ“ კანონპროექტი კორუფციის რისკებს შეიცავს - სულხან სალაძე

დღეს გახდება ცნობილი, პრეზიდენტი დაადებს თუ არა ვეტოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ამ დოკუმენტის ამოქმედების რისკებზე ისაუბრა. მისი თქმით, კანონპროექტი დააზარალებს მედიაბაზარს, რადგან სახელმწიფო დაფინანსების მქონე საზოგადოებრივ მაუწყებელს კერძო რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭება, რაც კერძო მაუწყებლებს არათანაბარ პირობებში ჩააყენებს.

სულაძის თქმით, კანონპროექტში არაა მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტარტაპების, სპონსორობისა და შესყიდვების ნაწილი.

„ამ კანონპროექტის კანონად ქცევა აზიანებს გარკვეულწილად მედიაგარემოს. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ სარეკლამო ბაზარს, ვინაიდან ცვლილების ერთი ნაწილი ეხება კომერციულ რეკლამას და ბუნებრივად ნიშნავს იმას, რომ სხვა კერძო მაუწყებლებს უნდა წაართვას რეკლამა, მაშინ როცა გარანტირებული დაფინანსება აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელწმიფოს მხრიდან. სახელმწიფო დაფინანსება 50 მილიონზე მეტი აქვს უკვე. ასევე ეს კანონპროექტი შეიცავს კორუფციის რისკებს, ვინაიდან შესყიდვების ნაწილი, სტარტაპების ნაწილი, ისევე როგორც სპონსორობის ნაწილი არ არის მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული კანონპროექტში“, - განაცხადა სალაძემ.

საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული კანონპროექტი მესამე მოსმენით 22 დეკემბერს დაამტკიცა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 63-მა პარლამენტარმა.

ამის შემდეგ დოკუმენტი ხელმწოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს.

სამუშაო ჯგუფი ჩემი შექმნილია და საავტორო უფლების დაპატენტება არ მჭირდება - ეკა ბესელია

15 იანვარი, 2019 , 17:20

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, კონფრონტაციული ტონით ნუ ისაუბრებს, რადგან პროცესი ისედაც დაძაბულია. „ვის აქვს უფლება, რომ სამუშაო ჯგუფში ყ

სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა

15 იანვარი, 2019 , 17:05

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს. სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა

სალომე ზურაბიშვილი ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

15 იანვარი, 2019 , 17:05

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს. „გულწრფელად ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას. ვუსურვებ მას წარმატებას, ჩვენ

სალომე ზურაბიშვილი პირველი საერთაშორისო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

15 იანვარი, 2019 , 17:05

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ პირველი საერთაშორისო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკავშირთან ურთიერთობებში პრიორიტეტულ მიმართულებებს ასახელებს. &b

გომელაურს ხოჯევანიშვილი ჩაანაცვლებს - დიდი ცვლილებები სუს-ში

15 იანვარი, 2019 , 16:20

სუს-ში დაწყებული საკადრო ცვლილებები შესაძლოა ვახტან გომელაურის თანამდებობიდან წასვლით დასრულდეს. "პირველი რადიოს" ინფორმაციით, მას შემდეგ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნება, გომელაურ

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები” იშლება

15 იანვარი, 2019 , 16:00

ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” სავარაუდოდ, დაიშლება. მიზეზი კი ფრაქციიდან დავით ჭიჭინაძის ფრაქციიდან გასვლის გადაწყვეტილებაა, რომელიც მან უკვე დაანონსა. ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” თავმჯდო

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`