უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 თებერვალი, 2018 14:10
font-size

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონმა შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშაც დააყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და არსი - ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე მსჯელობენ, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის ვარაუდით, ამ კანონის მიღებით ეჭვის ქვეშ დადგება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და არსი, ასევე პრობლემა შეექმნება მედიასაშუალებებს.

„სამწუხაროდ, ეს კანონი იმ გამოწვევებს ვერ მოაგვარებს, რომლის წინაშეც საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას. ამ კანონმა შეიძლება პირიქით, კითხვის ნიშნის ქვეშაც დააყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და არსი. ამავე დროს, ეს კანონი ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სხვა მედიასაშუალებებს. ასევე, კორუფციის სერიოზულ რისკებს ქმნის. იმედი მაქვს, რომ კომიტეტში სიღრმისეული განხილვა იქნება ყველა იმ ასპექტისა, რომელიც მოტივირებულ შენიშვნებშია წარმოდგენილი. საკითხზე სხვადასხვა აქტორს შორის უპრეცედენტო და ძალიან ფართო კონსენსუსს ვხედავთ და პრეზიდენტის ვეტო სამოქალაქო სექტორის კონსენსუსს ასახავს. საზოგადოების ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ეს კანონი პრობლემურია. რაც შეეხება ევრორეგულაციებს, ჩვენი სახელმწიფოსთვის ევროსტანდარტებთან ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა სახელმწიფოებრივი ამოცანაა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ კანონპროექტს ეს პროცედურა ევროსტანდარტებთან არ მოჰყავს. სინამდვილეში, ევროდირექტივის შესრულება კი არ ხდება, არამედ პირიქით, საფრთხე იმ ღირებულებებს მიადგება, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს“, – თქვა ნაცვლიშვილმა განხილვის დაწყებამდე.

ანა მებურიშვილი

საქართველს ბანკის გენერალური პარტნიორობით, კურორტ ბახმაროს პოპულარიზაციის მიზნით, ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2018“ გაიმართა

20 აგვისტო, 2018 , 17:45

მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, გენერალური პარტნიორობით, კურორტ ბახმაროს პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2018“ გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ბა

მნიშვნელოვანია, დროულად შეიქმნას სპეციალიზებული ცხელი ხაზი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ შესაბამისი კონსულტაცია - ომბუდსმენი

20 აგვისტო, 2018 , 16:55

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 16 წლის არასრულწლოვანის სუიციდის შემთხვევას, რომლის სავარაუდო მიზეზი გოგონას მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა და შევიწროება გახდა. სახალხო დამცველი უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მწ

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ ფაქტზე, რომლის დროსაც მოზარდი ორმოში ჩავარდა, მოკვლევა მიმდინარეობს - კახა კალაძე

20 აგვისტო, 2018 , 14:50

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ ფაქტზე, რომლის დროსაც მოზარდი ორმოში ჩავარდა, მოკვლევა მიმდინარეობს.  კალაძის თქმით, უახლოეს დღეებში დადგინდება, რამ გამოიწვია მიწის ჩავა

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს

20 აგვისტო, 2018 , 13:30

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებულია სამი მოქალაქე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებდნენ რუსული მედიასაშუალებები. საუბარი იყო რომ ერთ-ერთი დ

საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა - საქსტატი

20 აგვისტო, 2018 , 12:40

2018 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 1,9 % -ით შემცირდა და 12,1% შეადგინა, - განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბ

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სკვერში არსებულ ორმოში 12 წლის მოზარდი ჩავარდა

20 აგვისტო, 2018 , 11:25

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში, სკვერში არსებულ ორმოში 12 წლის მოზარდი ჩავარდა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, არასრულწლოვანი სკვერში ე.წ. სკეიდბორდით სრიალებდა. მიწის ჩავარდნას ისინ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან