უკან

მოზაიკა

6 მარტი, 2019 14:25
font-size

მაზერატი ჟენევის 89-ე საერთაშორის ავტო შოუზე

  • ლევანტე ტროფეო (Levante Trofeo) V8 დებიუტი ავტო შოუზე: ლიმიტირებული გამოშვება , 100 ერთეულის ოდენობით.
  • გამორჩეულ იტალიურ შესანიშნაობებს შორის მოგზაურობა: მაზერატმა წარმოადგინა პერსონალიზაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები.
  • მაზერატის სტენდზე წარმოდგენილია 2019 წლის სრული სამოდელო ხაზი: გრანლუსო და გრანსპორტ სფეციფიკაციებით
  • კვატროპორტე S Q4 გრანლუსო და ლევანტე S Q4 გრანსპორტი 2019 წლის მოდელები შემუშავებული ზენიას (Zegna PELLETESSUTA™) მიერ.
  • იმისათვის რომ ხაზი გაესვას სამკაპის სახლის სარბოლო წარმომავლობას, შოუზე წარმოდგენილია გრანტურიზმო ემსი (GranTurismo MC) ექსკლუზიურად ახალი კონფიგურაციით
  • განისაზღვრა, ისტორიული მოდენას ავტო საწარმოს მომავალი.

მაზერატი წარმოადგენს ლევანტე ტროფეოს, ლიმიტირებული გამოშვებით 100 ერთეულის ოდენობით, ევროპის პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან ავტო მოვლენაზე. ეს ექსკლუზიური მოდელი იქნება მაზერატის სტენდის ვარსკვლავი, 2019 წლის სხვა დანარჩენ მოდელებთან ერთად. ჟენევის მოტორშოუზე ასევე იქნება დებიუტი ერმენეჯილდო ზენიას სახლის მიერ სპეციალურად მაზერატისთვის შექმნილი ახალი ქსოვილების. იმისათვის რომ გავიხსენოთ ბრენდის სარბოლო წარმომავლობა, მაზერატი სტენდზე წარმოადგენს გრანტურიზმო ემსი -ს (GranTurismo MC (აბრევიატურა სახელწოდებიდან Maserati Corse)), პირველად შექმნილს შემდეგი კომბინაციით: ექსტერიერის ფერი ნაცრისფერი მატი ლავა და ინტერიერი ნახშირბადის ბოჭკოთი დამზადებული. მაზერატიმ ევროპის ბაზარზე გამოაცხადა გაყიდვების დაწყება მოდელებისა: ლევანტე ტროფეო (Levante Trofeo ) და ლევანტე ჯითიეს (Levante GTS).

საავტომობილო გამოფენაზე ასევე იქნება დემონტრირებული მაზერატის ექსკლუზიურად შემუშავებული სრულიად აღმაფრთოვანებელი მოდელი, რომელიც მხოლოდ ერთ ეგზემპლარად იქნა წარმოებული, სპეციალურად კონკრეტული მომხმარებლის სრული მოთხოვნების გათვალისწინებით. ეს ავტომობილი იქნება იმის დასტური რომ მაზერატს შეუძლია ინდივიდუალური ექსკლუზიური ავტომობილების შექმნა.

მაზერატის სხვა მოდელები: ლევანტე, კვატროპორტე და გიბლი

მაზერატის საგამოფენო სივრცეში ასევე წარმოდგენილი იქნება ლევანტე S Q4 გრანსპორტი ექსკლუზიური მახასიათებლებით: ბროზის ფერი( Bronze) ექსტერიერი, რომელიც გათამამებულია ზენიას( Zegna PELLETESSUTA™. ) უმაღლესი ხარისხის ექსკლუზიური მატერიელბისგან არის შექმნილი.

მაზერატი კვატროპორტე S Q4 გრანლუსო, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება განსაკუთრებულად აღმაფრთოვანებელი ლურჯი (Blu Sofisticato) ექსტერიერით, რომელიც არაჩვეულებრივად აბალანსებს ზენიას ქსოვილებით შექმნილ ინტერიერთან. ამგვარი კომბინაცია კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის იტალიური ავტოწარმოების წამყვანი მოდელის ექსკლუზიურ და მდიდრულ ხასიათს, რომელის პირველი სერია 1963 წელს შეიქმნა, როგორც იმ დროის მსოფლიოს უსწრაფესი სედანი.

ორი მაზერატი გიბლი S Q4 (გრანლუსო და გრანსპორტ მახასიათებლებით), 430 ცხენის ძალით,, წარმოდგენილი იქნება საგამოფენო სივრცეში. გრანსპორტ მახასიათებლებით აღნიშნული მოდელი წარმოდგენილი იქნება მეტალიკი ნაცრისფერი (Grigio Maratea) ექსტერიერით და ნერისსიმო (Nerissimo ) პაკეტით აღჭურვილი წითელ „პიენო ფიორე“ (“Pieno Fiore”) ტყავზე შავი ნაკერით გაფორმებული, ინტერიერით, რომელიც იდეალურ კომბინაციაშია ავტომობილის შავი ფერის ალკანტარას ქსოვილის საფართან.

2019 წლის სრულმა სამოდელო ხაზმა (Ghibli, Quattroporte და Levante) განიცადა მდიდრული გარდასახვა, რომელიც მიზანმიმართული იყო არა მარტო სტილისკენ არამედ ავტომობილში შემავალი დეტლებისკენაც.

ისტორიული ავტო-საწარმო მოდენაში.

რაც შეეხება ისტორიულ მოდენას საწარმოს, მაზერატიმ გამოაცხადა კომპანიის სტრატეგიული მისია.

საწარმოს საქმიანობა სრულიად მიეზღვნება განსაკუთრებულად მაღალი შესრულების, მაღალი ტექნოლოგიური სპეციფიკაციების ავტომობილების შექმნას, რომელსაც საფუძვლად დაედება ბრენდის ტრადიციული ღირებულებები, წარმოდგენილი მოდენაში 1939 წლიდან.

ამის საშუალებას იძლევა ინოვაციები და ავტომობილის შექმნაში მონაწილე პერსონალის გამოცდილება, წარმოების განსაკუთრებული ციკლის საშუალებით რაც გულისხმობს: ოსტატობის და ინოვაციების სრულყოფილ სინერგიას, დეტალებისადმი სკულპულოზურ ყურადღებას და ხარისხის უმაღლეს სტანდარტს რასაც ერთობლივად მივყავართ ექსკლუზიური და უნიკალური პროდუქტის შექმნისკენ რომელსაც შეგვიძლია „დამზადებულია იტალიაში“ ვუწოდოთ.

შემოდგომიდან, არსებული საწარმოო ხაზი განახლდება და სრულიად მოდერნიზდება. მაზერატის ახალი მოდელის, სახასიათო სპორტული ავტომობილების პრე-სერიული წარმოება დაიწყება, მომდევნო წლის პირველი ნახევრიდან.

Maserati S.p.A.

მაზერატი აწარმოებს უნიკალური ავტომობილების სრულ ხაზს, რომელიც დაუყოვნებლივ შესამჩნევი ხდება ექსტრაორდინარული პერსონებისთვის. მათი სტილის, ტექნოლოგიების და ექსკლუზიურობის დამსახურებით, ისინი აკმაყოფილებენ ყველაზე დახვეწილი გემოვნების მოთხოვნებს და მუდმივად ორიენტირებულები არიან, საავტომობილო ინდუსტრიის უპირატესობებზე.

დღევანდელი მდგომარეობით სამოდელო ხაზი შედგება: Quattroporte - ბრენდის წამყვანი აღმატებული მოდელი; Ghibli - სპორტული სედანი; Levante – „ქროსოვერების მაზერატი’’ და ყველაზე სპორტული GranTurismo და GranCabrio.

სამოდელო ხაზი ასეთი სრულყოფილი არასოდეს ყოფილა, ბენზინის და დიზელის ძრავით, წინა თუ ოთხივე წამყვანი თვლის არჩევანით, საუკეთესო მასალის ფართო ხელმისაწყდომობით და აღსანიშნავი ტექნიკური გადაწყვეტილებებით. თავისი საავტომობილო წარმატებული ისტორიით, მაზერატი აგრძელებს, იტალიურ სპორტულ საავტომობილო კონცეფციას იმ ძირითადი საფუძვლებით როგორიც არის: დიზაინი, საუკეთესო შესრულება, კომფორტი, ელეგანტურობა და უსაფრთხოება.

მოდელებზე და ბრენდზე დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.maserati.com

სოც მედია : FB: facebook.com/MaseratiGeorgia/

IG: MaseratiGeorgia

NS

საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

21 მარტი, 2019 , 12:28

გაზაფხული საუკეთესო დროა თქვენს სახლში იმ ცვლილებებისა და სიახლეების შესატანად, რომელზეც მთელი წელი ფიქრობდით. იდეალურია, როდესაც არსებობს ადგილი, სადაც კომფორტულად და სწრაფად შეიძენთ ყველაფერს, რაც სახლის გასარემონტებლ

კანადის კინოფესტივალზე ქართველი მსახიობები დააჯილდოვეს

18 მარტი, 2019 , 16:15

კანადაში Redline International Film Festival-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, სადაც გიორგი თავართქილაძის ფილმს “ცუდი ხალხი” 3 ნომინაცია ჰქონდა: საუკეთესო მსახიობი – ვახო ჩაჩანიძე საუკეთესო რეჟისორი &ndas

ნინო წიკლაურმა გიგანტური სლალომი მოიგო

18 მარტი, 2019 , 11:40

დღეს ნინო წიკლაურმა იტალიის კურორტ პასო სან პელეგრინოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის FIS-ის ეგიდით სარეიტინგო შეჯიბრება - გიგანტური სლალომი მოიგო. ნინომ ამ შედეგით 31 ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგი გაიუმჯობესა.

10 უბრალო პროდუქტი, რომელიც მთლიანად გაგიწმენდთ არტერიებს

16 მარტი, 2019 , 15:00

ამ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ 10 პროდუქტს, რომელიც გაგიწმენდთ სისხლძარღვებს და დაგეხმარებათ სერიოზული დაავადებების თავიდან არიდებაში. თევზი   მრავალი მეცნიერული კვლევითაა დამტკიცებული, რომ თევზი, განსაკუთრებით კი თ

გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივის მართვე ბრაკონიერმა მოკლა - „საბუკო“

13 მარტი, 2019 , 18:07

გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი ბრაკონიერმა მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის” (საბუკო) ავრცელებს. “სამწუხაროდ, გვიწევს გაცნობოთ, რომ გადაშენების პირას მყოფი

ანსამბლი ,,ბასიანი” იაპონიაში ქართული ღვინის გამოფენაზე მონაწილეობს

13 მარტი, 2019 , 14:15

იაპონიაში პროექტის - „საქართველო-ღვინის სამშობლო“ - ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება. მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით, ქალაქ ტოკიოში საქართველო მეო