უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

10 აგვისტო, 2022 09:35
font-size

MBC-ის იპოთეკური სესხი - ნუ გადადებ ცხოვრებას ხვალისთვის

საკუთარი სახლის ქონა ნებისმიერი ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებაა. სწორედ ამ გზით შეიძლება თავი დაცულად და იმედიანად იგრძნოთ და თავს კომფორტულად ცხოვრების საშუალება მისცეთ. ამ ოცნების ასრულებას ცოტა თუ ახერხებს, ბევრისთვის კი უძრავი ქონების შეძენა იპოთეკური სესხის აღების გარეშე წარმოუდგენელია.

მსოფლიო სტატისტიკაზე დაყრდნობით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უძრავი ქონების შესაძენად გრძელვადიან კრედიტს ირჩევს, ბევრად უფრო მეტ სარგებელს იღებს, ვიდრე ის მომხმარებელი, რომელსაც ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმება ნაკლებ პრობლემად მიაჩნია. რეალურად, წლების განმავლობაში ბინის ქირაში გადახდილი თანხა უკან არასოდეს დაგიბრუნდებათ, მაშინ როდესაც იპოთეკური სესხის დახმარებით თქვენი ოცნების სახლის სრულუფლებიანი მფლობელი შეუმჩნევლად გახდებით.

როგორ მივიღოთ სესხი მარტივად?

ბინის შესაძენად, ან სარემონტო სამუშაოებისთვის MBC-ის იპოთეკური სესხის აღება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. 100 000 ლარამდე იპოთეკური სესხი MBC-ში ქონების უზრუნველყოფით გაიცემა და მის მისაღებად მინიმალური დოკუმენტაციაა საჭირო. წარსული საკრედიტო ისტორია ბევრი საფინანსო ორგანიზაციისთვის სესხის გასაცემად მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა MBC ამ კუთხით არ გზღუდავთ. კომპანია ითვალისწინებს ინდივიდუალურ შემოსავლებს და გადახდის კლებად გრაფიკს ადგენს, რომელიც კრედიტის მარტივად და შეუმჩნევლად დაფარვაში დაგეხმარებათ.

თუ უკვე აიღეთ კრედიტი და კომპანიის მომსახურებით კმაყოფილი არ ხართ, MBC-ის დახმარებით სესხის პორტირებაც შესაძლებელია. სესხის აღებისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან პასპორტი და შესაბამისი ქონებრივი უზრუნველყოფა დაგჭირდებათ. სესხის უზრუნველყოფად შეიძლება ჩაითვალოს არსებული, ან მომავალში შესაძენი ქონება: სახლი, ბინა, მიწის ნაკვეთი, საოფისე ფართი და აგარაკი.

სესხის მისაღებად MBC-ის ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდეთ და ონლაინ აპლიკაცია შეავსოთ. გამარტივებული პროცედურა 30 წუთზე ნაკლებ დროს მოითხოვს, ხოლო სესხის დამტკიცებისთანავე კომპანიის წარმომადგენლები, სასურველი თანხის მისაღებად, ახლომდებარე ფილიალში დაგიბარებენ.

სანამ საფინანსო ორგანიზაციას აირჩევდეთ გაითვალისწინეთ, რომ ხშირად მომხიბვლელი პირობების მიღმა თაღლითური სქემა იმალება. კერძო იპოთეკარები გვერდს უვლიან კანონს, არ აფორმებენ ხელშეკრულებას და დოკუმენტში სესხი არ აისახება. იპოთეკარი პირდაპირ იფორმებს უძრავ ქონებას და შედეგად მომხმარებელი ზარალდება.

MBC მსგავსი საფრთხეებისგანაც გიცავთ და სესხის აღებამდე დეტალურ კონსულტაციას გაგიწევთ, რათა ზუსტად იცოდეთ რა პირობებით იხელმძღვანელებთ მომავალში.

MBC-ში იპოთეკური სესხის მიღება სხვადასხვა მიზნით შეიძლება: უძრავი ქონების შეძენა, რემონტი, სამომხმარებლო მიზნები, ქონების ვალის გადაფარვა, ან ავეჯის შეძენა. ნუ გადადებ ცხოვრებას ხვალისთვის. MBC მომხმარებელს აძლევს შანსს, რომ მიზნების განხორციელება დღესვე შეძლონ, ამიტომ კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ლიდერ პოზიციებს იკავებს.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი