უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 აპრილი, 2017 17:00
font-size

MDF: სატელევიზიო მედიის შემოსავლები 10,8 მლნ ლარით გაიზარდა

არასამთავრობო ორგანზიაცია მედიის განვითარების ფონდმა (MDF) 2016 წელს მედიის ფინანსური შემოსავალი, ასევე მედიაში ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკა შეისწავლა.

კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ 2015 წელთან შედარებით 2016 წელს სატელევიზიო მედიის შემოსავლები 10,8 მლნ ლარით გაიზარდა.

„ბაზარზე კვლავ დომინირებდა რუსთავი 2, რომელსაც მეორე ადგილზე მყოფი ტვ “იმედი” 16,2%-ით ჩამორჩებოდა. მიუხედავად დიდი ნაციონალური არხების შემოსავლების ზრდის ტენდენციისა, მათი წილი ბაზარზე წინა წლებთან შედარებით შემცირდა, რადგან სარეკლამო თანხების სხვა მცირე მოთამაშეებზე გადანაწილება მოხდა. მაღალი შემოსავლების მქონე ტელევიზიებიდან ტვ “ობიექტივი” ერთადერთია, რომლის შემოსავლის დიდ წილს, 38,3% შემოწირულობები შეადგენს“,-ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება რადიოებს, კვლევის თანახმად, 2016 წელს მათმა შემოსავალმა 2015 წელთან შედარებით 1,2 მლნ ლარით იკლო.

ამასთან, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით მედია საშუალებებთან საბიუჯეთო ორგანიზაციების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება 2 970 119 ლარით შემცირდა, თუმცა, თითქმის გაორმაგდა ონლაინ მედიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება.

ტელევიზიებიდან ყველაზე დიდი ღირებულების ხელშეკრულება რუსთავი 2-თან და თითქმის იდენტური “იმედთან” გაფორმდა, რეგიონულებიდან ქვემო ქართლის ტელევიზიასთან.

რადიოებიდან სიბიუჯეტო კონტრაქტების მხრივ ლიდერობს “იმედი”, ხოლო ონლაინ მედიიდან “პალიტრა მედია” ჰოლდინგში შემავალი გამოცემები.

ბეჭდვით მედიაშიც ყველაზე მეტი ღირებულების საბიუჯეტო კონტრაქტი პალიტრა ჰოლდინგში შემავალ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” გაფორმდა, რომელსაც “რეზონანსი” მოსდევს, ხოლო რეგიონული მედიიდან ლიდერობს “ლიტერატურული მესხეთი”.

ონლაინ და ბეჭდურ მედიაში დაფინანსებული შინაარსის სარედაქციო მასალებისგან გამიჯვნა უმეტეს შემთხვევებში არ ხდება. რეგიონულ ტელევიზიებთან გაფორმებული ზოგიერთი კონტრაქტი კი სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ფორმალიზებას წარმოადგენს.

„საბიუჯეტო ორგანიზაციები აგრძელებენ კონტრაქტების გაფორმებას ისეთ მედიებთან, რომლებიც სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ. წინა პერიოდისგან განსხვავებით, 2016 წელს კონტრაქტორთა შორის ღიად პრორუსული გამოცემა “თბილისი 24” აღმოჩნდა, რომელიც პრორუსულ პარტია “ცენტრისტებთან” დაკავშირებული ორგანიზაციაა. აღნიშნულ გამოცემაში საინფორმაციო კამპანიას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ახორციელებს“,-ნათქვამია MDF-ის კვლევაში.

ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებ-გვერდსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას, ასევე მედიით გავრცელებულ ცნობებს.

მონიკა დავლიანიძე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი