უკან

კონფლიქტის ზონა

26 იანვარი, 2017 15:35
font-size

მდინარე ენგურზე გამშვები პუნქტების დახურვა ადგილობრივ მოსახლეობას იზოლაციაში მოაქცევს - ნილ სკოტი

გაეროს მუდმივი კოორდინატორისა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის, ნილს სკოტის განცხადებით, მდინარე ენგურზე გამშვები პუნქტების შემცირება ცუდად აისახება საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობაზე. სკოტის თქმით, ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას გამშვები პუნქტების დახურვა ადგილობრივ მოსახლეობას იზოლაციაში მოაქცევს.

გაეროს წარმომადგენლის წერილში ნათქვამია, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს. მაგალითად, მოსახლეობას შეეზღუდება ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკური სახის მომსახურებების მიღება. ასევე , გართულდება მიმოსვლა საზოგადოებრივ ღონისძიებებზე - ქორწილებზე, დაკრძალვაზე, სხვადასხვა დღესასწაულზე.

გაერო მოუწოდებს შესაბამის მხარეებს, უზრუნველყონ ადამიანების უფლებების დაცვა და ამ გადაწყვეტილებით მიღებული პოტენციური შედეგები განიხილონ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან მისასვლელი ოთხი გამშვები პუნქტიდან მხოლოდ 2 დატოვა. შემცირება ორი ეტაპისგან შედგება. მომავალში მხოლოდ ერთი საკონტროლო პუნქტის დატოვებას გეგმავენ.

25 იანვარს გალის რაიონის ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. 200-მდე ადამიანმა საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე მთავარი გამსვები პუნქტი „ენგური“ გადაკეტეს.

ანა მებურიშვილი

ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართება

16 მაისი, 2019 , 11:20

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკა

სოფელ ყარაფილასთან რუსმა ოკუპანტებმა ორი პირი დააკავეს

11 მაისი, 2019 , 13:07

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაფილასთან, ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ორი მამაკაცი : დიმიტრი ისერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მათი დაკავება ეგრ

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ქვეშში მცხოვრები მამაკაცი დააკავეს

6 მაისი, 2019 , 13:55

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში მცხოვრები 80 წლამდე მამაკაცი დააკავეს. ამირან მელაძე საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსმა სამხედროებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის ბაღში სატაცურს კრეფდა.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ მეჯვრისხევიდან მწყემსი გაიტაცეს

20 აპრილი, 2019 , 14:50

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან მწყემსი გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის გოჩა ფიდიური სოფლის მიმდებარედ ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის საქონელს აძოვებდა. ოკუპანტები მას

სირია ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის განვითარებას გეგმავს

19 აპრილი, 2019 , 13:30

სირია ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ სირიის ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა სამერ ალ-ხალილმა ანექსირებულ ყირიმში მიმდინარე იალტის ეკონომიკურ ფორუ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი საქართველოს მოქალაქეებს მემკვიდრეობის უფლებას ართმევს

10 აპრილი, 2019 , 16:20

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც საქართველოს მოაქალაქეების ნაწილს მემკვიდრეობის უფლებებს უზღუდავს. ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში შედის, ინიციატორი კი ე.წ. პარლამენტის წევ