უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 დეკემბერი, 2017 16:15
font-size

მე-10 კლასის მოსწავლეს ელექტროშოკი მანდატურმა აღმოუჩინა - დირექტორი

რუსთავის მე-18 სკოლის დირექტორის, ნატალია ჯავახიშვილის ინფორმაციით, მე-10 კლასის მოსწავლეს ელექტროშოკი მანდატურმა სკოლის გარეთ აღმოუჩინა, რის შემდეგაც, ის შენობაში შეიყვანეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

როგორც ნატალია ჯავახიშვილმა ქვემო ქართლის ტელევიზიასთან საუბარში აღნიშნა, სკოლაში ორი ცვლა მოქმედებს და აკრძალული ნივთი, სწორედ მეორე ცვლის მოსწავლეს აღმოუჩინეს.

"ჩვენი სკოლა ორ ცვლიანია. პირველ ცვლაში სწავლობს ქართული სექტორი, მეორეში კი აზერბაიჯანული სექტორი. მანდატურის ვალდებულებაა, როდესაც შემოდის მეორე სექტორი, აკონტროლოს გარე პერიმეტრი. ჩვენი სკოლის გვერდით არის სამხატვრო სკოლა. მანდატურმა შეამჩნია, რომ მე-10 კლასის მოსწავლეს, რომელიც არის მეორე სექტორიდან, ეკავა მანათობლის მსგავსი ნივთი, რომელიც ხმას გამოსცემდა. შემოიყვანა ეს მოსწავლე ოთახში, დამიძახეს მეც და ვთხოვე, რომ გამოეძახებინა საპატრულო პოლიცია. მოვიდა ადგილზე საპატრულო პოლიცია, რომელმაც დაადგინა, რომ ეს ნივთი იყო ელექტროშოკი. ჩვენ თავადაც გაოგნებული ვართ მსგავსი ფაქტით", - განაცხადა დირექტორმა.

საკვანძო სიტყვები:

მიკროავტობუსების საკითხი გასაკონტროლებელია - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 16:34

"მოვუწოდებ ყველას, რომ პანიკას ნუ მიეცემიან, მაგრამ საჭირო და აუცილებელია ყველა წესის გათვალისწინება. ამუშავდა მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი,” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ე

„პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ის შემდეგ” - ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა

30 მაისი, 2020 , 16:15

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა „პროფეს

მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

30 მაისი, 2020 , 15:41

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალი კლასტერი არის საბურთალოზე და მისი კვლევა მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 15:00

გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

30 მაისი, 2020 , 14:47

დედაქლაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარ

თურქეთში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

30 მაისი, 2020 , 13:30

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. "ვადასტურებთ რომ გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. ცხედარს უტარდება ექსპე