პოლიტიკა


მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე. მათ ჯარისკაცებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს, სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
უწყების ცნობით, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას” ექვსი თვის განმავლობაში ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ქვედანაყოფის ძირითად ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა.
ქვედანაყოფის მისიიდან დაბრუნების პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება. მე-13 ქვეითი ბატალიონი როტაციის წესით 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა და უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა.
როგორია მომდევნო აქციების გეგმა
26 თებერვალი, 2021 , 15:50
„ქართული ოცნების“ თავზე თავისუფალი სამყაროს პროტესტის ზვავია“ - აქციაზე ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება წაიკითხეს
26 თებერვალი, 2021 , 15:50
“ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა “ - ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის
26 თებერვალი, 2021 , 15:17

ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა - პროკურატურამ „ყინწვისის საქმეზე“ კიდევ 12 ყოფილი მსჯავრდებულის განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო - პროკურატურა
26 თებერვალი, 2021 , 14:30

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა
26 თებერვალი, 2021 , 12:30
ნიკა მელიას და კოლეგების დაკავებამ განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია - დონალდ ტუსკი
26 თებერვალი, 2021 , 11:15