უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ოქტომბერი, 2016 15:20
font-size

მე-8 მოწვევის პარლამენტში ყველაზე მეტი კანონპროექტი დავით ონოფრიშვილმა წარადგინა, სიტყვით კი ყველაზე მეტჯერ ეკა ბესელია გამოვიდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნები“ მე-8 მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების საქმიანობას აფასებს.

კვლევის მიხედვით, მერვე მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივით ჯამში 331 კანონპროექტი იქნა წარდგენილი - საკანონდმებლო პროექტების წარდგენაში 73 მაჟორიტარი დეპუტატიდან მხოლოდ 36 დეპუტატი მონაწილეობდა. 6 კანონპროექტი წარდგენილია კოლექტიურად, 46-დან 80-მდე წევრის მონაწილეობით, ხოლო 37 მაჟორიტარ დეპუტატს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებამოსილება საერთოდ არ გამოუყენებია.

რაც შეეხება ყველაზე აქტიურ დეპუტატებს -კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი კანონპროექტი დავით ონოფრიშვილმა (41), ვახტანგ ხმალაძემ (33) და თამარ კორძაიამ (22) წარადგინეს, ხოლო სიტყვით გამოსვლის უფლებით ყველაზე მეტჯერ (436) ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ისარგებლა, შემდეგ მოდის დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე (392) და ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც ამ უფლებით 361-ჯერ ისარგებლა.

როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა, ოთხი წლის მანძილზე დადასტურდა, რომ მაჟორიტარული სისტემა განსაკუთრებულს არაფერს მატებს საპარლამენტო საქმიანობას.

,,ესენი არ არიან რაიმე სახით მნიშვნელოვნად განსხვავებული დეპუტატები, რომლებიც ვთქვათ, უფრო მეტად არიან კავშირში საკუთარ ამომრჩევლებთან სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში. შემდეგი მოწვევის პარლამენტიც იქნება ისეთი, სადაც მაჟორიტარები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ, რომ სახელისუფლებო პარტიას შეუქმნან კომფორტული უმრავლესობა“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მარი ნამგალაძე

პარლამენტის ქუთაისის შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრი განთავსდება

21 სექტემბერი, 2018 , 17:50

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის შემდეგ, უწყება აღნიშნულ შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრის განთავსებას გეგმავს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახა

ბოლივუდის მსახიობმა ქართველი მესაზღვრე რასიზმში დაადანაშაულა

21 სექტემბერი, 2018 , 17:41

ბოლივუდის ერთ-ერთმა ცნობილმა მსახიობმა რიჩა ჩადჰამ ქართველი მესაზღვრე რასიზმში დაადანაშაულა. მსახიობმა უსიამოვნო ინციდენტის შესახებ ტვიტერზე დაწერა. „საქართველოს დატოვებისას სასზღვრო კონტროლზე რასისტი მესაზღვრე შეხ

ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები იმედისმომცემია - ამერიკელი მეცნიერი

21 სექტემბერი, 2018 , 17:35

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს და დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას გაეცნო პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი. ამერიკელმა მეცნიერმა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლ

სტუ აკადემიური პროგრამების განვითარებას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად გეგმავს

21 სექტემბერი, 2018 , 17:35

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, დღეს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეულ მეცხრე პრეზიდენტს, დოქტორ ადელა დე ლა ტორეს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრ

საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს

21 სექტემბერი, 2018 , 17:30

დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ფინანსური სისტემის მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გათვალისწინება, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი. საქართველოს ე

გიორგი ტყემალაძე აეროპორტის დასახლებაში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო

21 სექტემბერი, 2018 , 17:30

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე სამგორის რაიონის გამგებელთან კახაბერ გულედანთან ერთად აეროპორტის დასახლებაში მიმდინარე საგზაო ინფრაქტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`