უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ნოემბერი, 2018 11:25
font-size

მე ამ არჩევნებზე წავალ, ხმას მივცემ ივანიშვილისა და ზურაბიშვილის წინააღმდეგ, გრიგოლ ვაშაძეს, ესაა იძულებითი არჩევანი - ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ის გრიგოლ ვაშაძეს მისცემს ხმას. ამის შესახებ მან ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა. მისი განმარტებით, თუ ივანიშვილი დამარცხდება, ქვეყანაში გაჩნდება მესამე პოლიტიკური ძალის გაჩენის პერსპექტივა.

მისივე თქმით, უპასუხისმგებლოა ზოგიერთი პოლიტიკოსის პოზიცია, რომ ისინი არავის არ მისცემენ ხმას.

„ასეთი რთული არჩევანი დამოუკიდებლობის შემდეგ ალბათ შეიძლება ორჯერ-სამჯერ ჰქონდა, მეტი არა.

ამ არჩევანს ვეღარ გავექცევით, თვალს ვერ დავხუჭავთ, ზოგიერთი პოლიტიკოსები ახლა, არ ვიცი, დასხდებიან და რაღაც ზღაპრებს ყვებიან, რომ არც იმასთან არ ვარ, არც იმასთან. და რომ ვეუბნები მე, შენ ვინც მოგცა ხმა, შენ იმას რას ეუბნები, როგორც პოლიტიკოსი? იმისთვის ხომ შენი ნათქვამი ავტორიტეტია, უთხარი იმ ადამიანს, რას აპირებ. აი, ვისაც გინდათ, რაც გინდათ, ის ქენითო. ესაა უპასუხისმგებლობა. სირაქლემას პოზაში ყოფნა არ შეიძლება.

მოხდა ისე, რომ ეს არჩევანი არის მორალურად ურთულესი არჩევანი - გრიგოლ ვაშაძე ასოცირდება, შეიძლება, ის უშუალოდ არ იყო მთელი ამ რაღაცების მონაწილე, მაგრამ ასოცირდება რთულად გასახსენებელ რაღაც მომენტებთან. ჩემთვის ადვილი არაა ეს ყველაფერი.

მეორე მხარეს არის ქალბატონი , რომელიც აბსოლუტურად შორს არის ჩვენი იდენტობისგან, იმ რაღაც ხასიათისგან, რომელსაც ზოგადად ქართველებს გაგვაჩნია, ამ ქვეყანაში მაცხოვრებელ ადამიანებს გაგვაჩნია. ქალი, რომელიც აფხაზეთს განგრენას ეძახის, ომის დაწყებას გვაბრალებს. მეორე მხარეს არის აბსოლუტური ჭაობი. ეს ჭაობი თუ გვინდა, შევცვალოთ, თუ გინდა ამ ჭაობიდან ამოსვლის პერსპექტივა გავაჩინოთ, ვერ ამოვალთ უცბად, თუ გვინდა ამ ჭაობიდან გავიდეთ და გავცუროთ და ამოსვლა შევეცადოთ, უნდა დავუჭიროთ მხარი ცვლილებას. ჩემთვის ცვლილება არის მათი საწინააღმდეგო. მე ამ არჩევმებზე წავალ, ხმას მივცემ ივანიშვილისა და ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ამ წინააღმდეგობის ტოლობის ნიშანი იქნება გრიგოლ ვაშაძის სახით... ამას ვამბობ რიგითი მოქალქე, რომელიც არ ვარ რაიმე პოლიტიკური ამბიციის მატარებელი.

ეს იქნება ჩემი იძულებითი არჩევანი, რომელიც დაგვიტოვა ბიძინა ივანიშვილმა. ჩემო კარგებო, ესაა იძულებითი არჩევანი, არანაირი ილუზია არ გქონდეთ იმისა, რომ მესამე ძალა არსებობს ან გაჩნდება უცბად. მესამე ძალის გაჩენის პერსპექტივა გაჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ივანიკშვილი წააგებს ამ არჩევნებს. ივანიშვილმა ნაჯახით ჩეხა ამ 6 წლის განმავლობაში შუა, გაკრიფა ყველაფერი, აღარავის აღარ დაუტოვა არც ჩემნაირებს, არც სხვანაირებს პოლიტიკაში შუაში ყოფნის საშუალება და ამიტომ მივიღეთ ეს ყველაფერი. თუ ივანიშვილი დამარცხდება ამ არჩევნებში, მაშინ გაჩნდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის შანსი, რომ ასეთი რთული არჩევანის წინაშე არ დავდგეთ. ამის გამო ვაკეთებ ამ არჩევანს.

პოლიტიკა არ არის რომანის ჟანრის ფილმი, სადაც დაჯდები, ტელევიზორს ჩართავ და სიამოვნებით უყურებ. ესაა სირთულე, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანააში“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორები“ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

20 აპრილი, 2019 , 15:00

2019 წლის 21 აპრილს, 14:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (რუსთაველის გამზ. 13, საკონფერენციო დარბაზი) გაიმართება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ მორიგი ყრილობა. ყრილობის დღ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

20 აპრილი, 2019 , 12:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. როგორც სუს-ში აცხადებენ, მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირ

საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

20 აპრილი, 2019 , 10:20

საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა მადლობა

გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე მე - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს პრემეირ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ გიორგი ქობულიასთან გუშინაც ჰქონდა შეხვედრა და დღესაც ექნება მთავრობის სხდომის შემდეგ. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა ჟურნალის

ნათია თურნავას ამბიციური და მკაცრი დავალებები ექნება შესასრულებელი - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 14:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დავალებები, რომელიც ახალ მინისტრს ექნება შესასრულებელი იქნება ამბიციურ

საქართველოსა და სერბეთს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე ორმხრივი დიალოგი გაიმართა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და სერბეთს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე ორმხრივი დიალოგის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სერბეთის დელეგაციას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სერბეთის მთავარი მომლაპ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019