უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 თებერვალი, 2018 11:10
font-size

მე არ მაქვს უფლება, ზაზა ბაქრაძეს ეს ყველაფერი არ მივუტევო, რადგან მე მასში დავინახე გულწრფელი მონანიება - ბუტა რობაქიძის დედა

ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა, ია მეტრეველი გამოეხმაურა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ზაზა (ზურა) ბაქრაძის აღიარებას, რომელმაც დანაშაული აღიარა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“.

ბაქრაძემ თქვა, რომ ია მეტრეველისთვის სურდა მიეწერა, მაგრამ ვერ გაბედა.

გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას მეტრეველმა განაცხადა, რომ ბაქრაძეს აპატია.

„მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თქვენს ტელევიზიას, რომ ამ ადამიანს მიეცით საშუალება, ბოლოს და ბოლოს ფარდა აეხადა ამ დაუმთავრებელი პროცესებისთვის. რაც შეეხება ამ პიროვნების აღიარებას, დღეს ძალიან მძიმე დღე მაქვს, ძალიან რთული იყო ჩემთვისაც და ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც ამ ყველაფრის მოსმენა. თუმცა მინდა, რომ მადლიერება გამოვხატო ამ პიროვნების მიმართ. სხვებისგან, თუნდაც ბაშალეიშვილისგან განსხვავებით, რომელსაც ჰქონდა შანსი, ბოლომდე ეთქვა ყველაფერი, რაც მოხდა და ამით ცოდვილი სული ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა, ბაქრაძემ მოყვა ყველაფერი. მან ისე მოყვა, რომ მე არ მაქვს უფლება, მას ეს ყველაფერი არ მივუტევო, რადგან მე მასში დავინახე გულწრფელი აღიარება, გულწრფელი მონანიება.

ქრისტიანი ადამიანი ვარ და ძალიან მიმტევებელიც, პიროვნულად. ჩემგან მან იცოდეს, რომ მას ეს ცოდვა მივუტევე, თუმცა, ყველაფრის გამგებელი უფალია. უფალი ვის რას მიუტევებს, ეს მე არ ვიცი.

ამ ადამიანის უფრო იმიტომ მჯერა, რომ მართლაც პირველი არ იყო, რაც მან დღეს ისაუბრა. თუ არ ვცდები 2013 წელს, როდესაც დონაძესა და მიქაძეს სურდათ, ყველაფერი ბაქრაძისთვის გადაებრალებინათ, მან გააკეთა „სკაიპით“ ჩართვა, რაც პროკურატურაშიც დევს, „იუთუბზეც“ იდო, მაშინაც ამბობდა ეს ადამიანი სიმართლეს. თუმცა, მაშინ ასე ბოლომდე და თავის თავზე აღიარება არ უთქვამს. მან ისიც თქვა, მზად ვარ სიმართლე ვთქვა და ფარდა ავხადო ყველაფერსო“, - განაცხადა მეტრეველმა.

ბაქრაძემ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილის გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა მან საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა.

2004 წლის ნოემბერში საპატრულო ეკიპაჟმა წერეთლის გამზირზე გააჩერა ავტომობილი, რომელშიც ისხდა ბუტა რობაქიძე მეგობრებთან ერთად. სამართალდამცავები ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდები შეიარაღებულები იყვნენ, რის გამოც პოლიციელმა ბაშალეიშვილმა გაისროლა. ამის შედეგად ბუტა რობაქიძე მოკვდა. 2012 წელს განახლებული გამოძიების მიხედვით კი გაირკვა, რომ აღნიშნულ პირებს იარაღი არ ჰქონდათ და ის პოლიციელებმა მიიტანეს შემთხვევის ადგილზე.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში პრეზენტაციით წარსდგნენ

18 სექტემბერი, 2019 , 14:25

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის სტუდენტები სანდრო მაისურაძე და დაჩი ოქროპირიძე, „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში

“ეს არის კადრი ფილმიდან საშიში კინო და გვინდა დასრულდეს` - პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ აქცია გაიმართა

18 სექტემბერი, 2019 , 14:25

სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგის პარალელურად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ აქცია "სირცხვილია" მიმდინარეობდა. მოძრაობის აქტივისტები ნიღბებით მივიდნენ. ისინი სალომე ზურაბიშვილისგან მოითხოვდნენ პასუხს, თუ რატომ შეიწ

ეს არის სუბიექტური, პერსონალური პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ - სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი, 2019 , 13:53

ეს არის სუბიექტური, პერსონალური პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პატიმრების შეწყალების თემასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი წარადგინა

18 სექტემბერი, 2019 , 13:45

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი წარუდგინა. „ლელოს“ წევრები არიან: 1. ლანა გალდავა - საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლელოს" იურისტი;2. ლევან ბ

თბილისში, კოტე აფხაზის #20-ში ბილაინის ახალი მაღაზია გაიხსნა

18 სექტემბერი, 2019 , 13:24

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრმა, ბილაინმა თბილისში, კოტე აფხაზის #20-ში, თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი ახალი მაღაზია გახსნა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ერთ სივრცეში მიიღოს ბილაინის ყველა მომსა

საქართველოში ტყის სექტორის განვითარების მიმართულებით კლიმატის მწვანე ფონდი 32 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გასცემს

18 სექტემბერი, 2019 , 12:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე კლიმატის მწვანე ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს