უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 თებერვალი, 2020 11:25
font-size

მე არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი რომ ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები - მიხეილ სააკაშვილი

არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი, რომ ყველამ დავუშვით შეცდომები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში სააკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

„ვუყურე ვანო მერაბიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს. ჯერ ერთი, ეკა კვესიტაძემ, როგორც იცის ხოლმე, ამ თემაზე არაკორექტულად დაუსვა კითხვა. მე არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი რომ ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები. ეს მართლაც ასეა, ვინც არაფერს აკეთებს, ის არ უშვებს შეცდომებს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო მაგრები და უშეცდომოები, მაგრამ შეუცდომელი არავინ არ არსებობს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი დიდ დაფასებას და პირადად მისგან, დიდ მადლიერებას იმსახურებს.

„საინტერესო რა იყო ვანოს საუბარში – ახლა ამბობენ, ენა ისე არ აქვს მომართული და რაღაც… უკაცრავად მეგობრებო, ეს ადამიანი შვიდი წელი იყო წამების პირობებში, სამარტოო საკანი, ეს არის წამება ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმით. ეს სპეციალურად გააკეთა ივანიშვილმა. ნებისმიერს გადაიყვანდა ეს ჭკუიდან, მაგრამ ის არ გატყდა, არ შეეპუა, ძალიან მტკიცედ გამოვიდა, ერთი გრამით არ მოიცვალა ფეხი თავის პოზიციაში. იგი ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემას. ჩემგან იმსახურებს მადლიერებას, რადგან ვანო მერაბიშვილი გაიყვანეს საკნიდან და უთხრეს, აი ახლა გაძლევთ ბევრ ფულს, წადი უცხოეთში შენს შვილებთან ერთად, მაგრად იგუგუნე, იგრიალე, ოღონდ ერთადერთი დაწერე, რომ ჟვანია მოკლეს და რა თქმა უნდა, სააკაშვილმა ალბათ, რომ სააკაშვილს აქვს სხვადასხვა ქვეყნებში ანგარიშები. მან დასცინა, პრაქტიკულად სახეში შეაფურთხა მათ, ყველაფერზე უთხრა უარი და კიდევ რამდენიმე წლით შეაბრუნეს საპატიმროში. ეს მეტყველებს, რამდენად უფრო ძლიერია ვანო, ვიდრე მთელი ეს ნაგვები, რომლებიც მას ამდენი ხანი ავიწროებდნენ.

ახლა დრო არ არის ნიშნის მოგების და ანგარიშსწორების, ახლა არის შერიგების დრო, თანხმობის დრო და ტყუილად ეკითხებიან კითხვებს, ვაიმე ამ პარტიაში თუ იმაში. რა მნიშვნელობა აქვს. ახლა არის ყველას ერთიანობის დრო. პარტიებად დაყოფის დრო არ არის. სხვადასხვა ბანაკებად დაყოფის და არც ვიღაცაზე შურისძიების დრო არ არის.

ყველაფერი კარგად იქნება, საქართველოს დამაქცევარი ივანიშვილი, ბოროტი წულუკიანი, პათოლოგიური მექრთამე კალაძე, ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი და ყველა სხვა აორთქლდებიან, როგორ შარშანდელი თოვლი და საქართველოში ისევ გათენდება, საქართველო აუცილებლად წავა წინ, ყველაფერი კარგად იქნება,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ნატო ჩხეიძე: იყოს, იყოს და გაისმოდეს ეს “თერმოსკრინინგი”, მით უფრო “პროაქტიური” თუა...

8 აპრილი, 2020 , 18:55

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს: „სერიიდან: იყოს, ისმოდეს... ტრიბუნიდან , რომელსაც აწერია შტოპჩოV.გე რომ მოისმენ ასეთ ფრაზას: “...საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მიმდინარეობს

ფარი არ არის ქუდი. ყველას ვთხოვ, სამედიცინო ფარები სწორად გამოიყენონ - პაატა იმნაძე

6 აპრილი, 2020 , 15:55

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ სამედიცინო ფარების მოხმარების წესი განმარტა. მისი თქმით, მხოლოდ ფარი ადამიანს ვირუსისგან ვერ დაიცავს და საჭიროა მის

არის ქვეყანაში რამდენიმე შემთხვევა, რომელიც დღეს ჩვენ არ ვიცით - პაატა იმნაძე

6 აპრილი, 2020 , 15:00

„საქართველოში კორონავირუსის რამდენიმე დაუდგენელი შემთხვევა ნამდვილად არსებობს, რაც, რა თქმა უნდა, კარგი არ არის,“ - ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოა

ეროვნული გამოცდების თარიღის ან ფორმატის ცვლილება ამ ეტაპისთვის არ განიხილება - მიხეილ ჩხენკელი

6 აპრილი, 2020 , 15:00

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ეროვნული გამოცდებისა და ფორმატის ცვლილება ამ ეტაპისთვის არ განიხილება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა

კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, თუმცა არის მოსაზრება, ამაში კერძო სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ - ეკატერინე ტიკარაძე

6 აპრილი, 2020 , 14:20

კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, თუმცა არის მოსაზრება, ამაში კერძო სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა - ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა განმარ

პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის აღარ იარსებებს ცალკე პენიტენციური დაწესებულება - თეა წულუკიანი

6 აპრილი, 2020 , 13:50

პატიმრების ინტერესიდან და ადამიანის უფლებების პრიორიტეტიდან გამომდინარე დაიგეგმა ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაცია, - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`