პოლიტიკა
მე არ ვარ მომხრე იმ ნათქვამის, რომ `ივანიშვილი ციხეში` - გიგა ბოკერია
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური დანაშაულისთვის არავის გაასამართლებენ, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილს.
"მე არ ვარ მომხრე იმ ნათქვამის, რომ "ივანიშვილი ციხეში"... მისი გადასაწყვეტი იქნება მისი ბედი. სისხლისსამართლებრივი დევნა წინა მთავრობის (არ დაიწყება), გარდა იმ შემთხვევებისა, სად არის მკვლელობა..." - განაცხადა ბოკერიამ "კვირის მთავარში".
მისი თქმით, საქართველოში უნდა დადგეს ის დრო, როცა ხელისუფლების შეცვლას არ მოყვება "მასობრივი პოლიტიკური დევნა".
"წინა ხელისუფლების გასამართლება აბსოლუტურად არანორმალურ პოლიტიკურ ციკლში ამყოფებს მთელ ქვეყანას... ჩვენ არ გვყავს პროკურატურა და რაც მთავარია, სასამართლო არ გვყავს ისეთი, რომ პოლიტიკური ფიგურების დევნის დროს მოგვცემდა განცდას, რომ არიან მიუკერძოებლები... მართლმსაჯულების მთელი მუღამი ხო იმაშია, რომ ჩვენ რასაც ვთვლით, ისე კი არ უნდა იყოს, პროცესი უნდა იყოს სწორი", - აცხადებს ბოკერია.
საკვანძო სიტყვები:
ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს - ირაკლი კობახიძე
12 დეკემბერი, 2025 , 16:08
„ქართული ოცნება“ არცერთ ეტაპზე არ მალავს, რომ მათი საბოლოო მიზანი არის საქართველოს მოქცევა რუსული გავლენის სფეროში - თაზო დათუნაშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 15:51
ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
12 დეკემბერი, 2025 , 15:45
თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტის ყოფნა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვისაუბროთ მშვიდობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე - შალვა პაპუაშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 13:09
საქართველო აქტიური ხელშემწყობია რეგიონული თანამშრომლობის, რომელიც აშენებს ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს, შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს - ირაკლი კობახიძე
12 დეკემბერი, 2025 , 13:02
სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება - გიგა ფარულავა
12 დეკემბერი, 2025 , 12:53


